X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
სახლი კიკვიძის ბაღთან
ვაშენებ ერთ სართულიან ლამაზ, კომფორტულ სახლს
  • ვაშენებ ერთ სართულიან ლამაზ, კომფორტულ სახლს

    1) საუკეთესო ვარიანტი: - “თეთრი კარკასი”

    ჩემი საეზოვეთი, 200 მ-კვ-მდე, თბილისის ზღვისა და დიდი დიღმის

    ტერიტორიებზე, ან თქვენს მიწაზე ნებისმიერ ადგილზე, აგიშენებთ 60

    მეტრ-კვადრატიან საცხოვრებელ სახლს.(გარე ზომებში.)

    შენობას ექნება ძლიერი რკინა-ბეტონის ფუნდამენტი და ასევე ძლიერი

    რკინა-ბეტონის კარკასი, რომელიც იქნება გარანტია, რომ მასზე,

    მომავალში, თქვენი სურვილით, დაშენებული იქნას მეორე სართული

    თავისი “მანსარდით.”

    შენობა გათვლილი იქნება 9 ბალიან რყევებზე.

    შენობის გარე კედელი აშენებული იქნება 30 სმ-იანი სისქის პემზის

    ბლოკით, რომელიც კარგია თბო-იზოლაციისათვის.

    გალესილი იქნება გარედან ქვიშა-ცემენტის ხსნარით, ხოლო შიგნიდან

    გაჯით. გალესვის შემდეგ კედლის სისქე იქნება 35 სანტიმეტრი.

    ტიხრები იქნება აშენებული სატიხრე ბლოკით ან გიფს-კარდონით, თავისი

    თბო-იზოლაციით, თქვენი სურვილისამებრ.

    ჭერი იქნება ფიცრის ან სქელი ფანერის, რომელიც ზემოდან დათბუნებული

    იქნება თბო-იზოლაციით.

    სახურავის ფორმა იქნება რასაც ხედავთ რეკლამის სურათში, მისი მსგავსი

    და დახურული იქნება ფოლადის ლამაზ ფორმიანი ფურცლით.

    შენობა აწეული იქნება ეზოს დონიდან 3 საფეხურზე. რაც შეეხება

    ოთახების რაოდენობას: იქნება 2 საძინებელი ოთახი (ერთი 3 X 4 მეტრზე

    და მეორე 3 X 2.8-მეტრზე) მისაღები ოთახი (4 X 4.6მ- ზე) რომელშიც

    შეგიძლიათ ღია სამზარეულოს მოწყობა, თანამედროვედ, ამერიკულ

    სტილზე.

    ვანა-ტუალეტი (2.0 X 1.4მ-ზე.)

    და როგორც ნაჩვენებია რეკლამის სურათზე, სახლს ასევე ექნება აივანი (4

    მეტრი - 1.5 მეტრზე.)

    ვისაც გნებავთ სამზარეულო იზოლირებულად:

    ა) მან უარი უნდა თქვას აივანზე და მაშინ აივნის ფართობის ან მასზე მეტი

    ფართობის სამზარეულოს მიიღებს გამოყოფილად. (ე.ი. სახლში იქნება 2

    საძინებელი, 1 მისაღები, ვანა-ტუალეტი და სამზარეულო)

    ბ) თუ შევინარჩუნებთ აივანს და უარს ვიტყვით შედარებით პატარა

    საძინებელზე, მის ადგილზე იქნება სამზარეულო. (ე.ი. დარჩება 1

    საძინებელი, (3x4-ზე;) მისაღები, ვანა-ტუალეტი, სამზარეულო და აივანი)

    გ) თუ შევინარჩუნებთ აივანს და ორივე საძინებელსაც, ხოლო

    სამზარეულოს გამოვყოფთ საცხოვრებელი ოთახის ხარჯზე, (ე.ი. სახლში

    იქნება 2 საძინებელი, ვანა-ტუალეტი, აივანი, სამზარეულო და მისაღები,

    რომელიც შემცირებული იქნება სამზარეულოს ფართით.) (ზომებზე

    თქვენთან შეთანხმებით.)

    შენობა იქნება “თეთრი კარკასის” მდგომარეობაში, რაც ითვალისწინებს:

    -გარედან, დასრულებული იქნება ყველაფერი ფასადის შეღებვის გარდა.

    -შიგნიდან, ყველაფერი გალესილი (გაჯით,) ხის საძინებლის კარებებით,

    მეტალო-პლასტმასის ფანჯრებით და მეტალო პლასტმასის ვანის კარებით.

    სახლში შესასვლელი კარი იქნება რკინის.

    შენობაში იქნება ყველანაირი კომუნიკაციები: დენის, წყლის, გათბობის და

    კანალიზაციის.

    დასრულებული იქნება იატაკისათვის ე.წ. “სტიაშკა.”

    (ე.ი. თქვენ გასაკეთბელი დაგრჩებათ იატაკი, კედლების და ჭერის შეღებვა,

    ვანა-ტუალეტი და ყველანაირი აქსესუარები.)

    ასეთი ხარისხის სახლის აშენების ღირებულება, ჩემგან ნაყიდი 200 კვ-მ-

    მდე ფართობის საეზოვით, კაპიტალური ღობით, (გალესვის გარეშე,) და

    შეღებილი რკინის ჭიშკრით, იქნება 38000 აშშ დოლარი.

    მაგრამ, თქვენი საკუთარი საეზოვეს ქონის შემთხვევაში, რომელიც

    გექნებათ თქვენითვე შემოღობილი, იგივე სახლი აშენებული იქნება 27000

    აშშ დოლარად. (ე.ი. მ-კვ-ის ღირებულება იქნება 450 აშშ დოლარი.)


    2) მეორე ვარიანტი - “ნაკლებად ძლიერი თეთრი კარკასი.”

    განსხვავება, ნაკლებად ძლიერი თეთრი კარკასის შემთხვევაში, იქნება ის,

    რომ შენობა აღარ იქნება რეკომენდირებული მეორე სართულის

    დაშენებისთვის და საისმომედეგობა დაიკლებს. ასეთ შემთხვევაში, ჩემი

    საეზოვით, ჩემი შემოღობვით, ჭიშკრით და ყველა სხვა ზემო ხსენებული

    დეტალებით, ფასი იქნება 36,000 აშშ დოლარი.

    ანალოგიურად, თქვენი საკუთარი საეზოვეს ქონის შემთხვევაში, რომელიც

    გექნებათ თქვენითვე შემოღობილი, იგივე სახლი აშენებული იქნება 25000

    აშშ დოლარად. (მ-კვ-ის ფასი 420 აშშ დოლარი.)


    3) ძლიერი “შავი კარკასი”

    ასეთ შემთხვევაში, შენობას ექნება ძლიერი რკინა-ბეტონის ფუნდამენტი

    და ასევე ძლიერი რკინა-ბეტონის კარკასი, რომელიც იქნება გარანტია, რომ

    მასზე, მომავალში, თქვენი სურვილით, დაშენებული იქნას მეორე

    სართული თავისი “მანსარდით.”

    შენობა გათვლილი იქნება 9 ბალიან რყევებზე.

    შენობის გარე კედელი აშენებული იქნება 30 სმ-იანი სისქის პემზის

    ბლოკით, რომელიც კარგია თბო-იზოლაციისათვის. გალესილი იქნება

    გარედან ქვიშა-ცემენტის ხსნარით.

    ჭერი იქნება ფიცრის ან სქელი ფანერის, რომელიც ზემოდან დათბუნებული

    იქნება თბო-იზოლაციით.

    სახურავის ფორმა იქნება რასაც ხედავთ რეკლამის სურათში, მისი მსგავსი

    და დახურული იქნება ფოლადის ლამაზი ფორმიანი ფურცლით.

    შენობა აწეული იქნება ეზოს დონიდან 3 საფეხურზე.

    შავი კარკასი ითვალისწინებს:

    გარედან ფასადი იქნება დასრულებული.

    ჩასმული იქნება მეტალო-პლასტმასის ფანჯრები და რკინის ცენტრალური

    კარები.

    შიგნით იქნება ერთიანი სივრცე, გაულესავი.

    არ იქნება დენის, წყლის, გათბობის, და კანალიზაციის კომუნიკაციები.

    იქნება დასხმული ე.წ. “სტიაშკა.”

    ასეთი სახლის აშენების ღირებულება, ჩემგან ნაყიდი 200 კვ-მ-მდე

    ფართობის საეზოვით, კაპიტალური ღობით, (გალესვის გარეშე,) და

    შეღებილი რკინის ჭიშკრით, იქნება 35000 აშშ დოლარი.

    მაგრამ, თქვენი საკუთარი საეზოვეს ქონის შემთხვევაში, რომელიც

    გექნებათ თქვენითვე შემოღობილი, იგივე სახლი აშენებული იქნება 25000

    აშშ დოლარად. (ე.ი. მ-კვ-ის ღირებულება იქნება 415 აშშ დოლარი.)


    4) ნაკლებად ძლიერი “შავი კარკასი.”

    განსხვავება, “ნაკლებად ძლიერ შავ კარკასსა” და “ძლიერ შავ კარკასს”

    შორის, იქნება ის, რომ შენობა აღარ იქნება რეკომენდირებული მეორე

    სართულის დაშენებისთვის და საისმომედეგობა დაიკლებს. ასეთ

    შემთხვევაში, ჩემი საეზოვით, ჩემი შემოღობვით, ჭიშკრით და ყველა სხვა,

    “ძლიერ შავ კარკასში” ხსენებული დეტალებით, ფასი იქნება 33500 აშშ

    დოლარი.

    ანალოგიურად, თქვენი საკუთარი საეზოვეს ქონის შემთხვევაში, რომელიც

    გექნებათ თქვენითვე შემოღობილი, იგივე სახლი აშენებული იქნება 23000

    აშშ დოლარად. (მ-კვ-ის ფასი 385 აშშ დოლარი.)


    ეს ყველაფერი გათვლილია თბილისში ან თბილისთან მიმდებარე არსებულ

    ტერიტორიებზე და სწორ საეზოვეებზე.

    დახრილ საეზოვეებე ფასს დაემატება გარკვეული თანხა. თბილისიდან

    შორს, შეთანხმებით, ფასს დაემატება ასევე გარკვეული თანხა.

    ასევე, ზემოხსენებულ ოთხივე ვარიანტში, გათვალისწინებული არის

    ძვირიანი და ხარისხიანი მასალები. მაგალითად, პემზის 30 სანტიმეტრიანი

    საკედლე ბლოკი, რომელიც ღირს 2 ლარი. ხოლო უბრალო 20

    სანტიმეტრიანი ბლოკი, რომლითაც ძირითადად აშენებენ გარე კედლებს,

    ღირს 80 თეთრი. იმ შემთხვევაში თუკი დამკვეთს არ უნდა განიერი

    კედელი, არ უნდა მიწის დონიდან სახლის აწევა, არ უნდა

    ზემოხსენებული ძლიერი ფუნდამენტი, ჭერის დათბუნება და სახურავის

    სიძლიერე, და ზოგადი ხარისხი, ფასი დაიკლებს რამოდენიმე ათასი

    დოლარით.

    მშენებლობის თითოეული ძირითადი დეტალები გადაღებული იქნება

    ვიდეოზე.

    ჩემი სურვილია ავაშენო ყველაფერი ხარისხიანად და დამკვეთი

    კმაყოფილი და ბედნიერი დარჩეს შენაძენით და ქონდეს ფული ჩადებული

    ხარისხიან უძრავ ქონებაში!

    გთხოვთ დამიკავშირდეთ:



    მობ ა.შ.შ: 1-(347)-693-3146 ან 1-(859)-814-9709

    რაც შეხება საქართველოს ტელეფონს, ამჟამად ვიმყოფები შეერთებულ

    შტატებში და აღდგომის შემდეგ საქართველოს ნომერსაც მოგაწვდით.

    email: moliti2@gmail.com

    Facebook: https://www.facebook.com/avtandil.inasaridze.94?fref=ts&ref=br_tf
    29 467 ნახვა
    Загрузка...
    12-03-2015, 22:58
    Загрузка...
    Загрузка...