თეგებით ძიება

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ბავშვები არიან სანიმუშო მოსწავლეები

ჩვენი პატარები განსხვავებული და უნიკალური ინდივიდები არიან დაბადებიდან. ამიტომ სწავლის მიმართ დამოკიდებულებაც მათში სხვადასხვაგვარია და ამ ყველაფერს დიდწილად განაპირობებს ზოდიაქოს ნიშანი. ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს ისეთი ბავშვების კატეგორია, რომელებიც სტატისტიკის მიხედვით დაწყებითი განათლების კუთხით ყველაზე საუკეთესო მოსწრებას აფიქსირებენ ხოლმე...

ვერძი - პირველობის მოყვარული და ლიდერული სულის ბავშვია. ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანი მშობლების შექების მისაღებად შეუძლია მონდომებით ისწავლოს სკოლაში. როგორც წესი, ვერძი ბავშვები თანატოლებსგან სხარტი აზროვნებითა და ამბიციურობითაც გამოირჩევიან.

ქალწული - მერკურით მართული ნიშანია, რომელიც გამოირჩევა დაკვირვებულობის უნარითა და მუყაითობით. ქალწული ბავშვი უზომოდ მოწესრიგებული და დისციპლინირებულია. მას უნარი აქვს მონდომებით ისწავლოს ესა თუ ის საგანი, ისე რომ ჩაღრმავდეს უმცირეს დეტალებში. გააჩნია ფენომენალური მეხსიერება და დაკვირვების ნიჭი.

ტყუპი - მოუსვენარი, სხარტი და ცვალებადი ტყუპი როგორც წესი, მასწავლებლების მხრიდან ყველაზე ხშირად იმსახურებენ "ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი" მოსწავლის ტიტულს. ტყუპი საოცარი სისწრაფით ითვისებს ინფორმაციას. ამიტომ სკოლაში ხუთოსნობის კანდიდატი ზუსტადაც რომ ამ თავისი სხარტი გონების წყალობით ხდება და არა მუყაითობის გამო.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა