თეგებით ძიება

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ახალი საქმეები ახალ თანამოაზრეებთან ერთად დაიწყეთ. მხარდაჭერისთვის მიმართეთ გავლენიან ნაცნობებს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს.

კურო
ახალი საქმეების დაწყება/მოგვარება საღამოსკენ გადაიტანეთ. დილა დეტალებში გარკვევას დაუთმეთ. მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობის გაუმჯობესებას საყვარელ ადამიანთან.

ტყუპი
თამამად იმოქმედეთ სასურველის მისაღწევად, ახალი მფარველი გამოგიჩნდებათ. მეტად გამოავლინეთ პრაქტიკულობა და გააზრებულად იმოქმედეთ.

კირჩხიბი
კარგი დღეა სწავლისთვის, დაწყებული საქმეების დასასრულებლად. აგრეთვე, ვიზიტებისა და მიმოსვლისთვის. შეიძლება ახალი მეგობრებიც გაიჩინოთ.

ლომი
საღამომდე "ვარდისფერი სათვალით" უყურებთ ცხოვრებას. მეტი ყურადღება გმართებთ მატერიალური და საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად. რეალურად შეაფასეთ მოვლენები.

ქალწული
დილა მშვიდი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. საღამოსკენ ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ.

სასწორი
ნუ ჩაერთვებით კამათში, მოერიდეთ კონკურენციას გავლენიან/ რთულ მეტოქესთან. აკონტროლეთ ხარჯი და სურვილების გამო ნუ გადავარდებით ვალებში.

მორიელი
ახალ საქმეებს ინტერესითა და ხალისით განახორციელებთ. კარგი დღეა მიმოწერის, მისამართის შეცვლისა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. იყავით მეტად ღიმილიანი.

მშვილდოსანი
ენერგიული და აზარტული ხართ. არ გაგიჭირდებათ ახალი საქმეების დაწყება, იდეების განხორციელება. მეტი ყურადღება გმართებთ საოჯახო საქმეების, კვებისა და მკურნალობისადმი.

თხის რქა
დღეს რამდენიმე "ფრონტზე ერთდროულად მოგიწევთ ბრძოლა". გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარება, დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან და შვილებთან.

მერწყული
დილა დაწყებული საქმეების/პროექტების დასრულებას დაუთმეთ. მოერიდეთ უსიამოვნებას მშობლებთან, მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას.

თევზები
შეცდომებისა და ცდების პერიოდი საღამომდე გაგრძელდება. საღამოს გელით საინტერესო შეხვედრები, ნაცნობობა გავლენიან ადამიანებთან. დანიშნეთ პაემანი, საკუთარი თავი საჩუქრით გაანებივრეთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა