თეგებით ძიება

9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. ხვალისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება. სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან, ვარჯიშისას.

კურო
დიპლომატიურად იმოქმედეთ. არ იკამათოთ უფროსთან, შვილებთან, საქმიან პარტნიორთან. ეცადეთ, არ დაარღვიოთ კანონი, ინსტრუქცია, ვადა.

ტყუპი
მეტად დაისვენეთ. ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან საქმეებს, შეხვედრებს. კარგი პერიოდია ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე დასაფიქრებლად.

კირჩხიბი
იყავით დიპლომატიური გარშემო მყოფებისადმი. შეიძლება გართულდეს ფინანსური საკითხების მოგვარება. მოერიდეთ ინვესტიციის განხორციელებას, საყიდლებს.

ლომი
იყავით მეტად დისციპლინირებული. სხვა დღისთვის გადადეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

ქალწული
უამრავ უსიამოვნებას აირიდებთ თავიდან, თუ პროვოკაციას არ აჰყვებით. ნუ გაართულებთ ურთიერთობას ნათესავებთან.

სასწორი
უსიამოვნება შეგექმნებათ ვალის დაბრუნებასთან. უსიამოვნებები გარშემო მყოფებთან შუამავლების დახმარებით მოაგვარეთ. გახსოვდეთ: "დუმილი ოქროა!"

მორიელი
ახალ საქმეებს დღეს ნუ დაიწყებთ. მოერიდეთ სარისკო ქმედებას. მოთოკეთ ემოციები და არ გაჯიუტდეთ და იეჭვიანოთ.

მშვილდოსანი
აკონტროლეთ საკუთარი თავი. აგრესიამ შეიძლება საქმეებიც გაგიფუჭოთ და დამოკიდებულებაც ახლობლებთან.

თხის რქა
ეცადეთ, დღეს მეტად დაისვენოთ, არ ააჩქაროთ მოვლენები, რომ არ დაუშვათ კრიტიკული შეცდომები.

მერწყული
არ დაიწყოთ ახალი საქმეები. გაფრთხილდით სტრესული და ტრავმული დღეა. გაერკვიეთ საკუთარ მუხრუჭებში, რა გიშლით განვითარებაში ხელს.

თევზები
არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. გაარკვიეთ, რას ითხოვენ თქვენგან.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა