თეგებით ძიება

გველისმჭერის გრადუსები

გარდა სამეფო და დამანგრეველი გრადუსებისა, არსებობს განსაკუთრებულ გრადუსთა სია, რომელთა შესახებაც ჩვენ ნაწილობრივ ვისაუბრეთ წინა სტატიაში. ამჯერად მინდა ე.წ. "გველისმჭერის გრადუსებზე" გავამახვილო თქვენი ყურადღება. "გველისმჭერის გრადუსები" ასტროლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე რთულ გრდუსებად არის მიჩნეული და მის მფლობელს ცხოვრებაში არაერთი გამოცდა ელის, რომელიც მან წარმატებით უნდა ჩააბაროს. მათ შორის ყველაზე მძიმეა მორიელის ბოლო 7 გრადუსი ე.წ. Via Combusta - ანუ დამწვარი გზა. ადამიანები, რომელთა კოსმოგრამაშიც ერთზე მეტი პლანეტაა განლაგებული მოცემულ რომელიმე გრადუსზე, ძალზე რთული ბედით და ფატალური მოვლენებით სავსე ცხოვრებით გამოირჩევიან. ზემოთ ხსენებულ გრადუსებს ვხვდებით მეოცე საუკუნის სექს-სიმბოლოს მერილინ მონროს პირად რუკაში. გთავაზობთ ზემოთ ხსენებული 7 გრადუსის დეტალურ განხილვას:
მორიელის 24 გრადუსი - თუ რომელიმე პლანეტა მოცემულ გრადუსზე მოხვდა, ადამიანს უწევს გამოცდა სატურნის ფუნქციებზე - ფასეულობათა სისტემის სიმყარეზე, პატივმოყვარეობაზე. ზოგჯერ მას სპეციალურად ეძლევა ცხოვრებაში ძალაუფლების სადავეები, რათა ამ უკანასკნელმა საკუთარი თავის "დატესტვა" შესძლოს ნებისყოფის სიმყარეზე და ისწავლოს ბრძოლა საკუთარ ამპარტავნებასთან.

მორიელის 25 გრადუსი – ამ გრადუსის მქონე პიროვნებას მარსის ფუნქციებზე უწევს შემოწმების გავლა. მის ცხოვრებაში იქმნება სიტუაციები როცა მან სიმამაცე, რკინის ნებისყოფა და აქტიურობა უნდა გამოამჟღავნოს. იგი არაერთგზის ხვდება მარისის ნეგატიურ გამოვლინებას – უხეშობას, სისასტიკეს, რომელსაც მის მიმართ ავლენენ გარშემო მყოფები. მაგრამ მისი ვალია, ყველაფერ ამას სიმშვიდითა და ღირსეული საქციელით უპასუხოს.

მორიელის 26 გრადუსი – ამ შემთხვევაში კოსმიური "ტესტი" მთვარის ფუნქციების მიხედვით ბარდება. ადამიანი, რომელსაც ამგავრი გრადუსი გააჩნია კოსმოგრამაში, გამოიცდება სულიერების კუთხით. მას მიეცემა ცდუნებები, შიშები, ფობიები, რომელიც უნდა დაძლიოს და სხვების სულსაც ისევე უნდა უმკურნალოს, როგორც თავისას.

მორიელის 27 გრადუსი – მოცემული გრადუსი მფლობელს ვენერას ფუნქციებზე ამოწმებს. რაც იმას ნიშნავს, რომ პიროვნების ცხოვრებაში განსაცდელები ძირითადად პირადი ურთიერთობების სახით მოვა. ასევე ელის მას ერთობ სახიფათო მახე მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით. შესაძლოა იგი სხვისი ქონების, უშრომელად მიღებული შემოსავლის დასაკუთრების შანსის წინაშე აღმოჩნდეს, თუმცა გრადუსის სწორად დამუშავება ის იქნება, რამდენად შეძლებს ეს უკანასკნელი აჯობოს სიხარბეს.

მორიელის 28 გრადუსი – ამჯერად საქმე მზის ფუნქციებით გამოცდასთან გვაქვს. თუ თქვენ რუკაში ეს გრადუსი გაგაჩნიათ, უნდა იცოდეთ, რომ მთავარი პრობლემა თქვენთვის ეგოიზმთან ბრძოლაა. ასევე შეიძლება სირთულეები შეგექმნათ შემოქმედებითი მოღვაწეობის კუთხით და თუ თქვენ ხელოვანი ხართ, არასწორად გაიგებთ ზოგადად ხელოვნების არსს. რაც თქვენ მიმართ მომავალში, საზოგადოების მხრიდან გაუცხოებასა და პროტესტს გამოიწვევს.

მორიელის 29 გრადუსი – გრადუსის მფლობელს მერკურის ფუნქციებზე ამოწმებს. ასეთ ადამიანს არაერთგზის მოუწევს ცხოვრებაში, ტყუილთან და ინტრიგებთან პირისპირ შეჯახება. მას შესაძლოა ჰქონდეს პრობლემები მისი მისამართით გამოთქმულ ცილისწამებასთან დაკავშირებით.

მორიელის 30 გრადუსი – ეს არის იუპიტერის ფუნქციებზე ადამიანის გადამოწმება. ასეთ პიროვნებას შესაძლოა პრობლემები შეექმნას კანონთან და სამართალდამცავებთან მიმართებაში. გამორიცხული არ არის იგი დადგეს სხვისი ქონებით სარგებლობის ცდუნების წინაშე ან ბოროტად გამოიყენოს თანამდებობრივი უფლებები.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა