თეგებით ძიება

სამეფო და დამანგრეველი გრადუსები

ნებისმიერი ადამიანის პირადი რუკა გრადუსებად არის დაყოფილი. სულ 360 გრადუსი არსებობს, რომელიც ზოდიაქოს წრედზეა განლაგებული . მათგან ნებისმიერს საკუთარი ე.წ „ხასიათი“ და დანიშნულება გააჩნია. იმის მიხედვით თუ კონკრეტული პლანეტა, რომელ კონკრეტულ გრადუსზე გაქვთ განთავსებული პირად რუკაში. შესაძლებელია თქვენი ხასიათის და ბედის უნიკალურ თავისებურებებზე ვისაუბროთ. თუმცა ამ 360 გრადუსს შორის, არის 14 განსაკუთრებულად გამორჩეული გრადუსი.

მათგან 7 სამეფო გრადუსად მოიხსენიება, დანარჩენი 7 კი დამანგრეველი გრადუსების რიცხვში შედის. დღევანდელ სტატიაში მინდა სწორედ ამ გრადუსებზე და მათ რაობაზე გავამახვილო ყურადღება. დანარჩენი გრადუსების განხილვას კი უკვე ჩვენი საიტის ფორუმზე გავაგრძელებთ. სამეფო და დამანგრეველი გრადუსები, თავისი არსით განსაკუთრებულ ძალას და გავლენას ატარებენ ადამიანის ბედისწერაზე. როცა ადამიანი ამგვარი გრადუსებით იბადება ( და მინდა გითხრათ რომ ზემოთხსენებული გრადუსები, საკმაოდ იშვიათად გვხვდება კონკრეტული ინდივიდების რუკაში) მას ეძლევა მასისგან გამორჩევის უნარი და ნიჭი, იმის მიხედვით თუ რომელი პლანეტა აქვს განლაგებული ამგვარ გრადუსზე. თუ მაგალითად ეს არის მერკური პიროვნება საკუთარი აზროვნების უნიკალური ფორმით, პროფესიონალური შესაძლებლობებით იქნება გამორჩეული. თუ ეს მარსია მას შესაძლებლობა მიეცემა ფიზიკური ძალის დემონსტრირება მოახდინოს მასებზე, როგორც დადებითი კუთხით - მაგალითად სპორტულ სარბიელზე გაითქვას სახელი ( იმ შემთხვევაში თუ გრადუსი „სამეფოა“), ან ნეგატივით - გახდეს გამანადგურებელი, კრიმინალი, რეციდივისტი რომელიც ბევრი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს და ამით მოიპვებს ცნობადობას (იმ შემთხვევაში როცა გრადუსი „დამანგრეველის“ ფუნქციას ატარებს).


Astrologia


თუმცა როგორიც არ უნდა იყოს ზემოთხსენებული გრადუსის დეფინიცია, განურჩევლად მისი „სამეფოობისა“ ან „დამანგრევლობისა“ ორივე მათგანი თავის თავში ითვალისწინებს კარმული გამოცდის უმაღლეს გამოვლინებას. ამიტომ ამგვარ გრადუსებს ორმაგი სახე და სარჩული გააჩნიათ. ამიტომ „სამეფო გრადუსმა“ რომელიც ადამიანს პროფესიულ წინსვლაში ეხმარება, უნდა გამოსაცდოს ადამიანი წარმატებაზე - რამდენად თავმდაბლად მიიღებს იგი საკუთარ წარმატებას, გაუძლებს კი ცდუნებას გახდეს ამპარტავანი, ზემოდან უყუროს სხვებს. ხოლო იგივე „დამანგრეველმა“ გრადუსმა კი, ადამიანი მძაფრი დეგრადაციის გზით შესაძლოა საბოლოოდ საკუთარი ფასეულობების გადაფასებამდე მიიყვანოს და დააფიქროს იმაზე, რომ ყველაზე უიმედო სიტუაციაშიც კი შეიძლება ყველაფერი, მათ შორის საკუთარი ნაკლოვანებებიც დადებითისკენ შეცვალოს. დაცემის გზა აღმასვლის გზით ჩაანაცვლოს. ამიტომ როცა გვესმის სიტყვა „სამეფო გრადუსი“ სულაც არ ნიშნავს ეს იმას, რომ ამგვარი ადამიანის ცხოვრება ია-ვარდებით იქნება მოფენილი და იგი ამ ქვეყანას ფრთიან ანგელოზად მოევლინა, მხოლოდ სიკეთის საკეთებლად. მას რა თქმა უნდა მიეცემა შანსი რომ აკეთოს კარგი საქმეები, თუმცა იგივე დოზით მიეცემა შანსი დადებითისკენ გასავითარებლად მას ვისაც ე.წ „დამანგრეველი“ გრადუსები აქვს.


და ბოლოს, როცა სამეფო და დამანგრეველი გრადუსების შესახებ ვსაუბრობთ, მინდა ერთი ცნობილი იგავის გახსენება გთხოვოთ ბიბლიიდან. ამ იგავს „მეზვერე და ფარისეველი“ ეწოდება. თუ კარგად დააკვიდრებით, პარალელბსაც დაინახავთ ზემოთთქმულსა და იგავის სიუჟეტს შორის. ნებისმიერ ჩვეთაგანს  აქვს შანსი გამოსწორდეს და უკეთესი გახდეს და იქნებ, უკანასკნელი ცოდვილი უფრო მეტად ფლობს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილს, ვიდრე ის ვისაც თავი ისედაც იდეალური ჰგონია.


შემოუერთდით ჩვენს ფორუმს http://forum.astrologi.ge სადაც, უფრო დაწვრილებით გაიგებთ, თუ  რომელი გრადუსი ითვლება სამეფოდ და რომელი დამანგრევლად (ასევე ვისაუბრებთ,  მათი კლასიფიკაციის შესახებ).

წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა