თეგებით ძიება

ფეხსაცმელი, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგეფერებათ

ალბათ იცით, რომ ჩვენი საიტი ხშირად უთმობს სტატიებს ე.წ. "მოდის ასტროლოგიის" (Fashion Astrology) მიმართულებით . ევროპულ ქვეყნებში პირად სტილისტთან ერთად, ბევრი ქალბატონი სარგებლობს ასტროლოგის რჩევებით იმის შესახებ თუ კონკრეტულად რა ტიპის, ფასონისა და ფერის სამოსის ტარება წარმოაჩენს მის იმიჯს უკეთ ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე. ამჯერად, ყველა ქალის უმთავრეს სისუსტეზე – ფეხსაცმელებზე ვისაუბრებთ. გიფიქრიათ, რატომ ირჩევს ზოგიერთი მაღალქუსლიან, დახვეწილ ფეხსაცმელს მაშინ, როცა ზოგი უპირატესობას ე.წ. "ბალერინებს" ან სულაც სპორტულ კედებს ანიჭებს? ჰოდა, როგორც გაირკვა ამ ყველაფერში ზოდიაქოს ნიშანი და მისთვის დამახასიათებელი სახასიათო შტრიხებია "დამნაშავე":

ვერძი ქალები აქტიურ, დინამიკურ ცხოვრებას ეწევიან. ამიტომ, მათთვის ფეხსაცმელი პრაქტიკული და მოსახერხებელი უნდა იყოს პირველ რიგში. ისინი უპირატესობას ანიჭებენ საშუალო სისქისა და სიმაღლის ქუსლს, მოხერხებულ კალაპოტს და ფეხსაცმლის მარტივ სტრუქტურას – ყოველგვარი თასმების, ელვა-შესაკრავების და ა.შ. გარეშე.

კურო ქალები გრაციოზულები და დინჯები არიან. მათზე ძალიან მოქმედებს მასშტაბურობა. შესაბამისად, ხშირად აჩერებენ არჩევანს მასიური ძირის მქონე ფეხსაცმელზე ე.წ. "პლატფორმაზე". გარდა ამისა, მათ კლასიკური "შპილკიც" არანაკლებ მოსწონთ და იხდენენ.

ტყუპი მოძრავი, ბავშვური და არაპროგნოზირებადი ქალების ნიშანია. ასეთ ქალს ხშირად მოსწონს ფერადი, არასტანდარტული დიზაინის, პეპლებით ან ყვავილებით გაფორმებული ფეხსაცმელი. ბევრი მათგანი ანიჭებს უპირატესობას სანდლებსა და სპორტულ კედებს, თუნდაც ოფიციალურ სამოსთან შეხამებისას.

Astrologia

კირჩხიბი ქალური, დახვეწილი და მომხიბვლელია. ასეთ ქალებს მოსწონთ საკუთარი ქალურობის ხაზგასმა და წარმოჩენა. ისინი იდეალურად ირგებენ დახვეწილ, კლასიკური სტილის მაღალქუსლიან "ნავებს" ან სხვა ტიპის, მოდურ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, რომელიც ფეხს ვიზუალურად უფრო ლამაზსა და მოხდენილს ხდის.

ლომი ქალები ეპატაჟის მოყვარული ინდივიდები არიან. მათთვის აუცილებელია ფეხსაცმელი, რომელიც საშუალებას მისცემს საზოგადოებაში იბრწყინოს. ამიტომაც ანიჭებენ ისინი უპირატესობას ოქროსფერ, ვერცხლისფერ, ბეწვით ან მბრწყინავი ფაქტურით გაწყობილ ფეხსაცმელებს – აუცილებლად ქუსლზე და ხშირად პლატფორმით.


Astrologia


ქალწულებს
მინიმალიზმი და ხარისხი უყვართ ყველაფერში, მათ შორის ჩაცმულობაშიც. ამიტომ ბევრი ქალწული აქცევს მაქსიმალურ ყურადღებას იმას თუ რა მასალისგან და რამდენად კარგადაა შეკერილი ფეხსაცმელი. მათთვის კომფორტული ფეხსაცმელებია მისაღები. ხშირად ირჩევენ ე.წ. "ბალერინებს", დაბალძირიან ბათინკებს ან ჩექმებს.

სასწორისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ფეხსაცმლის არჩევისას არის მისი ვიზუალური დახვეწილობა და ფერი. ამიტომ ბევრი სასწორი ანიჭებს უპირატესობას ფეხსაცმელს ბაფთებით ან ფერადი თასმით. სადა და უხეში სტილის ფეხსაცმელების ტარება სასწორის სტილი არაა.

მორიელი მამაკაცური ენერგეტიკის მქონე პლანეტების გავლენის ქვეშაა. ამიტომ ასეთ ქალებს მოსწონთ უხეში, ხშირად მამაკაცური სტილის ფეხსაცმლის ტარება – იქნება ეს ტყავის ბათინკი დაკბილული ძირებით, ელვა-შესაკრავებით გაწყობილი ბოტილიონები თუ უბრალოდ ოთხკუთხედ ძირებიანი პლატფორმები.

ქალი მშვილდოსნები მოძრავ, აქტიურ ცხოვრების წესს მისდევენ, შესაბამისად, მათთვის უმთავრესი პრიორიტეტი ფეხსაცმლის შერჩევისას არის კომფორტულობა. ბევრი მათგანი აღმერთებს სპორტული ტიპის ფეხსაცმელებს ან უბრალოდ კედებს.



Astrologia


თხის რქა
ქალები დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევიან. კლასიკა მოსწონთ ყველა ჟანრში ამიტომ სამოსის მხრივაც იმავე მიმართულებას მისდევენ. ქალ თხის რქას ძალიან უხდება მაღალქუსლიანი, კლასიკური სტილის ფეხსაცმელი. არანაკლებ იხდენს იგი ე.წ. "ვინტაჟურ" რეტრო სტილის ფეხსაცმელსაც.

მერწყულების უმეტესობა გიჟდება ყველაფერ ორიგინალურზე, არასტანდარტულსა და ნოვატორულზე. ამიტომ მერწყულის გემოვნება ყველაზე უკეთ სწორედ "ფეხსაცმლის ხაზით" ვლინდება. ამ ქალბატონებს მოსწონთ ფეხსაცმელების საკუთარი ხელით მოხატვა, მორთვა ან გადაკეთება, რასაც დიდი ვირტუოზულობით ახერხებენ და საბოლოოდ ქმნიან უნიკალურ "ჰენდმეიდს", რომლითაც შეუძლიათ იამაყონ.


Astrologia


ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ თევზი ქალები ყველაფერს იხდენენ. ვერაფერს იტყვი, ეს მართლაც ასეა! ქალი თევზი გასაოცარი ოსტატობით წარმოაჩენს ნებისმიერი სტილის ფეხსაცმელს დაწყებული პლატფორმით, დასრულებული კლასიკური "ნავებით". თუმცა, ყველაზე მეტად მას მაინც ჰაეროვანი, ნაზი საზაფხულო სანდლები უხდება.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა