თეგებით ძიება

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოგზაურობის, თვალსაწიერის გაფართოების სურვილი გაგიჩნდებათ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ პარტნიორებთან. ზოგიერთს მისამართის შეცვლა ელის.

კურო
თავგადასავლების დღეა. ზოგიერთი გვერდზე გადადებს ყველა ვალდებულებას და გართობას გადაწყვეტს. დღეს ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვანს საქმეებსა და შეხვედრებს.

ტყუპი
სულ ლიდერი ვერ იქნებით, ზოგჯერ მეორეხარისხოვან როლებს უნდა დასჯერდეთ. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. კარგი დღე ელით იმპრესარიოს, სავაჭრო აგენტსა და ბიზნესწარმომადგენელს.

კირჩხიბი
რუტინას ვერსად გაექცევით. უამრავი საქმე გაქვთ მოსაგვარებელი, შესათანხმებელი. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. განსაკუთრებით, სამედიცინო და მომსახურების სფეროს წარმომადგნელები.

ლომი
შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. იყავით დაკვირვებული და თავდაჯერებულად იმოქმედეთ. კარგი დღეა წვეულების მოსაწყობად. გასართობ თამაშში მონაწილეობის მისაღებად.

ქალწული
წარმატება ელით კრეატიულ და ორიგინალურად მოაზროვნე ადამიანებს. შეიძლება თქვენი საქციელი არ მოეწონოს ნათესავს, კოლეგას, რის გამოც შენიშვნა, კრიტიკა მიიღოთ. პერიოდულად დაისვენეთ.

სასწორი
აქტიური და ცნობისმოყვარე ხართ. მოიმატებს კომუნიკატურობა. საქმეებში დახმარებას ახალგაცნობილებისგან მიიღებთ. კარგი დღეა უცხო ენის შესასწავლად, უცხო კულტურასთან გასაცნობად.

მორიელი
დღეს სხვათა წესებს უნდა დაემორჩილოთ. კარგი დღეა მოგზაურობის, სწავლისა და თვალსაწიერის გასაფართოებლად. მატერიალურ კეთილდღეობას ვალუტის ყიდვა-გაყიდვით მიაღწევთ.

მშვილდოსანი
იდეების განხორციელების დღეა. ახლობლებს დაეხმარეთ საინტერესო პროექტების განხორციელებაში. სურვილების ასრულების საშუალება მოგეცემათ.

თხის რქა
კარგი დღეა გარემოს შესაცვლელად, თვალსაწიერის გასაფართოებლად. საკუთარ პრობლემებზე ჩაციკლულ ნიშნებს საშუალება მიეცემათ განიტვირთონ, სასიამოვნო საქმიანობაზე გადაერთონ.

მერწყული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა უცხო კულტურის გასაცნობად. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფების კრიტიკასა და შენიშვნას.

თევზები
დაკვირვებულად იმოქმედეთ. კონკურენტებთან ურთიერთობისას მეტი დიპლომატიურობა გმართებთ. საკუთარი მიზნები ისე განახორციელეთ, რომ გარშემო მყოფები არ დააზარალოთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა