თეგებით ძიება

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გარშემო მყოფებთან ურთიერთობა დიპლომატიურად მოაგვარეთ. მეტი დრო დაუთმეთ რომანტიკული კავშირის გაუმჯობესებას. ნუ იეჭვიანებთ უსაფუძვლოდ.

კურო
სიუპრიზებით აღსავსე დღე გელით. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების შესასრულებლად. იყავით დიპლომატიური. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
შანსი მოგეცემათ გამოავლინოთ ერუდიცია, გაიცნოთ სიანტერესო ადამიანები. ზოგიერთს რომანის დაწყება ელის კოლეგასთან. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

კირჩხიბი
საღამოს მეგობრებთან ერთად მხიარულება გელით. მანამდე კი დაგროვილი საქმეები (სამსახურის და საოჯახო) უნდა მოაგვაროთ. ყური დაუგდეთ ახლობლების რჩევებს.

ლომი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. საქმიანი მოლაპარაკებები დიპლომატიურად წარმართეთ. ეცადეთ, მშვიდად მოისმინოთ შენიშვნები. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას.

ქალწული
შეხვედრებისა და ინფორმაციაების გაცვლის დღეა. შეიძლება რჩევა დაგჭირდეთ რომელიმე სპეციფიკურ საკითხში. დაეხმარეთ ახლობლებს, მაგრამ არა ისე, რომ საკუთარი საქმეები დააზარლოთ.

სასწორი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას ახლობლებთან. განსაკუთრებით ფინანსური საკითხების გამო. საღამოს წვეულება, პაემანი და სიურპრიზები გელით. აკონტროლეთ მადა.

მორიელი
ნუ ეცდებით ყველას, განსაკუთრებით თქვენი საყვარელი ადამიანების კონტროლს. მეტი თავისუფლება მიანიჭეთ მათ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას.

მშვილდოსანი
მოიმატებს ცნობისმოყვარება და შეიძლება ან სადმე გაემგზავროთ ან ახალ საქმიანობას მოკიდოთ ხელი. ეცადეთ, საყვარელმა ადამიანმა თქვენი ფარული გატაცების შესახებ არ გაიგოს.

თხის რქა
დააფასეთ ის, რაც გაქვთ და ნუ გაფლანგავთ ნურც დროს და ნურც ენერგიას არაფრისმომცემ საქმეებზე. ნუ შეიძენთ ნივთებს ინტერნეტით, ნუ შეიყვარებთ უღირს ადამიანს.

მერწყული
საქმიანი და მეგობრული შეხვედრების დღეა. კონკურენტებთან ბრძოლა დიპლომატიურად მოაგვარეთ. შეყვარებულ მერწყულებში მოიმატებს ემოციურობა.

თევზები
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. მეგობრების წარუმატებლობას საკუთარივით განიცდით. ეცადეთ, არ დაირღვიოთ სულიერი სიმშვიდე.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა