უგემრიელესი ჩეხური ფახლავა
ინგრედიენტები
კარაქი ან მარგარინი - 400 გ
ფქვილი - 4 ჭიქა
კვერცხი - 5 ცალი
მაწონი ან არაჟანი - 1 ჭიქა
შაქარი - 2 ჭიქა
ნიგოზი - 1 ჭიქა
ქიშმიში - 1 ჭიქა
სოდა ძმრით
მომზადების წესები
5 კვერცხის ცილითა და 2 ჭიქა შაქრით ამოვიყვანოთ ბეზე ორთქლზე და დავუმატოთ 1 ჭიქა დაფქვილი ნიგოზი და 1 ჭიქა ქიშმიში.
ცომი:
კარაქი და ფქვილი კარგად ავურიოთ, ისე რომ მივიღოთ ფხვიერი მასა დავუმატოთ 4 კვერცხის გული, 1 ჭიქა არაჟანი, სოდა ძმრით და მოვზილოთ. ცომი შევდგად მაცივარში 1 საათით.
შემდეგ ცომი გავყოთ სამ ნაწილად, გავაბრტყელოთ და ცომის ფენებს წავუსვათ გული, 2 სუფრის კოვზი არაჟანი(ან მაწონი) და 1 კვერცხის გული კარგად ავურიოთ და წავუსვათ მესამე ფენას, დავჭრათ და გამოვაცხოთ.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე მანამ სანამ შეყავისფერდება.
გემრიელად მიირთვით!