ღერღილის ღომი
ინგრედიენტები
დაღერღილი სიმინდი - 1 ჩ/ჭ
წყალი - 4 ჩ/ჭ
სიმინდის ფქვილი - ჩასაზელად
მომზადების წესები
1 ჩ.ჭ დაღერღილი სიმინდი ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ 4 ჩ.ჭ წყალი და ვხარშოთ, სანამ კარგად არ მოიხარშება. შემდეგ ჩავყაროთ შიგ ცოტა სიმინდის ფქვილი, დავზილოთ, დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვშუშოთ, სანამ ფქვილის სუნი არ მოშორდება.
გემრიელად მიირთვით!