თეგებით ძიება

ეროგენული ზონები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

გაიგეთ მეტი და გააოცეთ თქვენი პარტნიორები.

ვერძი (სახე, თავი) - ვერძებს განსაკუთრებით მგრძნობიარე დაბოლოებები თავსა და სახეზე აქვთ. თუ გინდათ, რომ ვერძი აღაგზნოთ, მაშინ ოდნავ შეახეთ ტუჩი მის ყურს, შეგიძლიათ, ნაზი მოძრაობით შეეხოთ მის თმას საფეთქელთანაც.


კურო (კისერი, ყელი) - კუროებს ნამდვილად აღაგზნებთ კისერსა და ყელზე შეხება. ყოველთვის, როცა კუროსთან გაქვთ ურთიერთობა, ეცადეთ, მთელი ყურადღება მათ ეროგენულ ზონებზე გადაიტანოთ.


ტყუპები (ხელები, მკლავები, მხრები) - ტყუპებს ძალიან სიამოვნებთ, როცა თქვენი ტუჩები მის ხელებს ეხება, შეგიძლიათ, ნაზი მოძრაობით მოეფეროთ მას მკლავსა და მხრებზე…ტყუპებს უყვართ მასაჟი, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ მისი მოხიბვლა ხელის მარტივი მოძრაობებით მის ეროგენულ ზონებზე.


კირჩხიბი (მკერდი) - ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს ე.წ „სველი კოცნა“, განსაკუთრებით მკერდის არეში. ამ დროს მათ შესაძლოა, ორგაზმიც კი განიცადონ. შეგიძლიათ საათობით ეალერსოთ მის მკერდს, მათ ეს არ მობეზრდებათ.


ლომი (ზურგი) - ლომის ეროგენული ზონა ზურგია, ამიტომ შეგიძლიათ, მასაჟი გაუკეთოთ მას ზურგზე და ნაზად შეახოთ ტუჩები. ნახავთ, რომ ლომი ამაზე აღიგზნება.


ქალწული (მუცელი, წელი) - ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს, სიამოვნებთ, როცა მუცლის არეში ეხებიან. შეგიძლიათ, უბრალოდ მოეფეროთ მას, მაგრამ მეტი ეფექტისთვის, საჭიროა, ტუჩებიც შეახოთ. ამას გარდა, ქალწულებს უყვართ, როცა თმაზე ეხებიან.



სასწორი (წელი, საჯდომი) - სასწორს ცეკვისას ან, უბრალოდ, გვერდიგვერდ სერნობისას ფრთხილად შეეხეთ წელზე - ეს ნიშანი იქნება. უფრო ინტიმურ სიტუაციაში კი წელის მიდამოებში ნაზი მასაჟი გაუკეთეთ. თქვენი სასწორი ექსტაზში ჩავარდება!


მორიელი (სასქესო ორგანო) - მორიელისთვის ყველაზე მგრძნობიარე ზონა, მისი სასქესო ორგანოა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ძალიან მარტივად აღეგზნებიან, ხელის ოდნავი შეხებითაც კი, ამიტომ თქვენ მისი გულის მოგება არ გაგიჭირდებათ.


მშვილდოსანი (თეძოები) - ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის, საკმარისია, ოდნავ შეეხოთ თეძოებზე და მისია შესრულებულია. მათთვის სასიამოვნოა, როცა თმაზე და ფეხის უკანა, ზედა ნაწილზე ეფერებიან.


თხის რქა (ჭიპი და მუხლები) - თხის რქების ეროგენული ზონები ჭიპი და მუხლებია. ასევე, თხის რქებს აგიჟებთ მუცელზე, მკერდზე და სახეზე მოფერება. ამ მიდამოებში ნაზი მასაჟი ორივე სქესის თხის რქას აღაგზნებს.


მერწყული (იდაყვები და მუხლები) - მერწყულებს დიდ სიამოვნებას ანიჭებთ იდაყვებსა და ფეხის მუხლებზე შეხება. თავი შეიკავეთ მასთან აგრესიულ ქმედებებზე, ინტიმურ ურთიერთობებში მერწყულებს აგრესია არ ხიბლავთ.



თევზები (ფეხები) - თევზები გიჟდებიან, როცა პარტნიორი ფეხებზე ეხება. გაუკეთეთ მასაჟი ან შეეხეთ ტუჩებით, ეს საუკეთესო საშუალებაა მის აღსაგზნებად.
წყარო: funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა