თეგებით ძიება

მწყერი შქმერულად - უნიკალური რეცეპტი

ინგრედიენტები
მწყერი - 3 ცალი
ნიორი - 1 თავი
კარაქი - 50 გ
წყალი - 170 მლ
დაფქვილი წითელი წიწაკა - 2 მწიკვი
მარილი - გემოვნებით

მომზადების წესები
მწყერი გავჭრათ შუაზე და მოვაცალოთ ძვლები ისე, რომ ფორმა შევუნარჩუნოთ. შევბრაწოთ ღუმელში ისე, რომ ხრაშუნა კანი ჰქონდეს. პარალელურად, დავკეპოთ ნიორი და კარაქთან ერთად მოვთუშოთ ტაფაზე. დავამატოთ წიწაკა, მარილი და წყალი. როდესაც წამოდუღდება, ჩავავდოთ მასში შებრაწული მწყერი და კიდევ 3 წუთი ვადუღოთ

გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა