რაჰათ-ლუხუმი ვანილით
ინგრედიენტები
შაქარი - 1 ჭიქა
წყალი - 1 ჭიქა
სიმინდის სახამებელი - 1 ჭიქა
შაქრის პუდრა - 1 ჭიქა
ვანილი - 0.2 ს/კ
ლიმონის მჟავა - დანის წვერით
მომზადების წესები
შაქრისგან და წყლისგან მოვადუღოთ სიროფი, ჩავაყაროთ სახამებელი, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. როცა წამოდუღდება, შევურიოთ ვანილი და ლიმონის მჟავა. მიღებული მასა გადავიტანოთ განიერ თეფშზე, გავაციოთ 4 საათის შემდეგ დავჭრათ რომბებად და ამოვავლოთ შაქრის პუდრაში.
გემრიელად მიირთვით!