რუსული სუპი ბურახით
ინგრედიენტები
ბურახი - 300 გ
კარტოფილი - 100 გ
სტაფილო - 300 გ
კიტრი (ახალი ან მჟავე) - 100 გ
თალგამი - 40 გ
მწვანე ხახვი - 40 გ
კამა - 5 გ
კვერცხი - 1 ცალი
არაჟანი - 30 გ
მდოგვი - 1 ცალი
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მოხარშული კარტოფილი, სტაფილო,თალგამი,მწვანე ხახვი, მოხარშული კვერცხი, ახალი კიტრი და კამა წვრილად დავჭრათ, მოვათავსოთ ქვაბში, შემდეგ ჩავუმატოთ არაჟანი, მზა მდოგვი , მარილი, შაქარი ფხვნილი და შავი პილპილი,კარგად მოვურიოთ და თანდათან გავხსნათ შავი ბურახით.
გემრიელად მიირთვით!