თეგებით ძიება

მაწვნის პური ქინძისა და კოწახურის მარცვლებით

ინგრედიენტები
ხორბლის ფქვილი - 1 კგ
მაწონი - 400 მლ
საფუარი - 10-15 გ
მარილი - მწიკვი
შაქარი - 1 ს/კ
ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
კოწახურის მარცვალი - 100 გ
კოწახურის პუდრა - 50 გ
ქინძის მარცვალი, გასრესილი - 50 გ

მომზადების წესები
მოვზილოთ სასურველ კონდიციამდე და მოვათავსოთ სითბოში. როცა ცომი აფუვდება გადავიტანთ პურის საცხობ ფორმაში (ფორმა უნდა იყოს ცხელი და კარაქწასმული) და ვაცხოთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 45-50 წუთი.
გაითვალისწინეთ: კოწახური უნდა იყოს ხასხასა წითელი და არა ყავისფერი. იმისათვის, რომ კოწახური და ქინძის მარცვალი თანაბრად გადანაწილდეს ცომში, ის უნდა ვზილოთ ხანგრძლივად.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა