ხაჭოს ,,ზებრა"
ინგრედიენტები
კვერცხი - 4 ცალი
შაქარი - 1.5 ჩ/ჭ
ხაჭო - 100 გ
არაჟანი - 100 გ
მაწონი - 1 ჩ/ჭ
სოდა ძმრით - 1 ჩ/ჭ
მარგარინი - 250 გ
ვანილი - 1 ცალი
ფქვილი
კაკაო - 2 ს/კ
მომზადების წესები
კვერცხისა და შაქრისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი,დაუმატეთ ხაჭო, არაჟანი და მაწონი. დავუმატოთ სოდა ძმრით, მარგარინი, ვანილი და ფქვილი იმდენი, რომ არაჟნის სისქის იყოს. გავყოთ ორ ნაწილად, ერთ-ერთს კი დავუმატოთ კაკაო, ერთმანეთის მონაცვლეობით მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში. გამოსაცხობად თბილ ღუმელში შევდგათ 180 გრადუსზე, 35-40 წუთით.
გემრიელად მიირთვით !