უგემრიელესი მოცვის კექსი
ინგრედიენტები
კვერცხი - 2 ცალი
შაქარი - 200 გ
არაჟანი - 200 გ
ზეთი - 100 მლ
ვანილი - 1/2 ცალი
მარილი - მწიკვი
ფქვილი - 260 გ
გამაფხვიერებელი - 2 ჩ/კ
1/2 ლიმონის წვენი
მოცვი - 250 გ
სახამებელი - 1/2 ჩ/კ
მომზადების წესები
კვერცხს დავუმატოთ შაქარი და გავთქვიფოთ გათეთრებამდე,დავუმატოთ არაჟანი , ზეთი, ვანილი მარილი და ავურიოთ კარგად. ბოლოს დავუმატოთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. 250 გრ მოცვს მოასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ სახამებელი.
აიღეთ ფორმა 24სმ დიამეტრის ( ცხიმწასმული და ფქვილმოყრილი) და ჩაასხით ცომის ნახევარი პორცია და მოაყარეთ მოცვი.შემდეგ დაასხით ცომის მეორე ნახევარი და გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 170° 55-60წთ.
ცხობის პროცესში, 30 წუთის გასვლის შემდეგ დააფარეთ ფოლგა და გააგრძელეთ ცხობა. გააციეთ ფორმაში და გადმოიღეთ ,თავზე მოაყარეთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!