ქართული ყველის სალათი!
ინგრედიენტები
საფერავში დავარგებული სულგუნი - 35 გ
საფერავში დავარგებული თხის ყველი - 35 გ
ქონდრიანი ყველი - 30 გ
კალტი (ან ხაჭო) - 30 გ
თეთრი ყურძენი - 25 გ
წითელი ყურძენი - 25 გ
ნუში - 10 გ
ნიგოზი - 10 გ
შაქარი - 5 გ
თაფლი - 50 გ
მოცხარი - 50 გ
კიტრი - 50 გ
პამიდორი ჩერი - 50 გ
სოიოს სოუსი - 10 გ
ნიგვზის ზეთი - 10 გ
ზეითუნის ზეთი - 10 გ
სალათის ფოთოლი - 10 გ
მიწისთხილი - 15 გ
მომზადების წესები
დავჭრათ ყველი სასურველი ზომის ნაჭრებად. წამოვადუღოთ 150 მლ. წყალი. დავუმატოთ შაქარი და თაფლი. დაველოდოთ გალღვობას და გაერთიანებას. მოვათავსოთ ტაფაზე ნიგოზი და თხილი. მოვასხათ სიროფი და გავუკეთოთ კარამელიზაცია. მოვათავსოთ პატარა ჯამში სოიოს სოუსი, ნიგვზის ზეთი და ზეითუნის ზეთი. კარგად ავთქვიფოთ.
გავთალოთ კიტრი გრძელ და თხელ ნაჭრებად. გავჭრათ შუაზე პომიდორი და ყურძენი. დავკეპოთ ნუში. დავალაგოთ კიტრის ნაჭრები წრეზე ისე, რომ მყარად იდგნენ და შეგვეძლოს ყველის მოთავსება. მოვასხათ დაჭრილ ყველს, პომიდორს, ნიგოზს და ყურძნის ნაწილს სოუსი და კარგად მოვურიოთ. მოვათავსოთ კიტრის "რგოლში". მოვაყაროთ გახეხილი კალტი.
სერვირება :
კიტრის ირგვლივ მოვათავსოთ დაჭრილი ყურძენი. გავაფორმოთ მოცხარით, კარამელიზირებული მიწის თხილით, ნიგვზით და სალათის ფოთლებით.