სურნელოვანი გლინტვეინი ჯეიმი ოლივერისგან
ინგრედიენტები
მუსკატის კაკალი (ჯავზი) - დანის წვერით
დაფნის ფოთოლი - 2
დარიჩინი - 1 ჯოხი
მიხაკი - 6 ბუტონი
წითელი ღვინო - 2 ბოთლი
შაქარი - 200 გ
ლიმონი და ლაიმი - 1-1
მანდარინი - 2-3
ვარსკვლავა ანისი (ბადიანი) - 2 ცალი
ვანილი - 1 ღერო
მომზადების წესები
ბოსტნეულის სათლელით ააჭერით მანდარინს, ლიმონს და ლაიმს კანი (თეთრი ფენის გარეშე), შემდეგ გამოწურეთ წვენი მანდარინისგან. ეს ყველაფერი მოათავსეთ ქვაბში შაქართან ერთად. დაამატეთ მიხაკი, დარიჩინი, დაფნა, გახეხილი მუსკატის კაკალი, შუაზე გაჭრილი ვანილის ღერო და ღვინო იმდენი რომ უბრალოდ შაქარი დაფაროს. გაათბეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. შემდეგ წამოადუღეთ და ხარშეთ 5 წუთი, სანამ ლამაზ, სქელ სიროპს არ მიიღებთ.
ამის შემდეგ ცეცხლი მინიმუმზე დაიყვანეთ, დაამატეთ ანისი და დარჩენილი ღვინო. კარგად გააცხელეთ, მაგრამ არ უნდა ადუღდეს. დუღილის შედეგად გლინტვეინიდან ალკოჰოლი ქრება, აუდუღარი გლინტვეინი კი მათრობელა რჩება. ჩამოასხით დიდ ჭიქებში და მიირთვით ცხელ-ცხელი