შოკოლადის ტრუფელების საუკეთესო რეცეპტი!
ინგრედიენტები
შოკოლადი - 500 გ
მოხარშული შესქელებული რძე - 200 გ
ნაღები - 100 მლ
ვისკი - 4 ს/კ
კაკაო - ამოსავლებად
მომზადების წესები
ყველა ინგრედიენტი, ვისკის გარდა, მოათავსეთ თასში და გაადნეთ ორთქლზე. კარგად აურიეთ რომ მიიღოთ ერთგვაროვანი, პრიალა მასა. შეგიძლიათ , დაუმატოთ 2 ჩ.კ კაკაოც. გადმოიღეთ ორთქლიდან და შეაგრილეთ, დაამატეთ ვისკი და ისევ კარგად მოურიეთ. გააციეთ და შედგით მაცივარში 1 ღამით.
შემდეგ გააკეთეთ პატარა გუნდები და ამოავლეთ კაკაოში ან დაფქულ თხილში.
გემრიელად მიირთვით!