შემწვარი ღორის ენა ნივრით
ინგრედიენტები
ღორის ენა - 1 ცალი
ნიორი - 2 თავი
ზეთი - 1 ჩ/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
ღორის ენა კარგად გავრეცხოთ და ჩავდოთ მდუღარე წყალში 5-10 წუთი. ნიორი გავჭყლინტოთ, დავუმატოთ მარილი,პილპილი, ცოტა ზეთი და ყველაფერი კარგად ავურიოთ. გასუფთავებულ ღორის ენას წავუსვათ მიღებული მასა, ჩავდოთ ტაფაში, დავასხათ ცოტაოდენი წყალი და შევდგათ ღუმელში. შევწვათ ნელ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!