მეგრული ,,კვარი" - უგემრიელესია!
ინგრედიენტები
ცომი:
ფქვილი - 500 გ
რძე - 1 ჭიქა
მარილი - მწიკვი
კვერცხი - 2 ს/კ
შიგთავსი:
სულგუნი - 500 გ
კარაქი - 50 გ
სოუსი:
არაჟანი - 200 გ
აჯიკა - 1 ჩ/კ
მომზადების წესები
რძეში ავთქვიფოთ კვერცხი.ფქვილს მოვაყაროთ მარილი და ზეთიანი ხელებით მოვზილოთ ელასტიური,რბილი ცომი.ცომს გადავაფაროთ ტილო და დავასვენოთ. სულგუნი გავხეხოთ,ხელით შევაზილოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქიდა მოვამზადოთ პატარა ყველი ბურთები. ცომი გავაბრტყელოთ,ჭიქით გამოვჭრათ რგოლები.ჩავდოთ ყველის ბურთულები,მოვუკრათ პირი ხელით გავაბრტყელოთ და მივცეთ მრგვალი ფორმა,როგორც სურათზეა ნაჩვენები. ვარენიკები მოვხარშოთ მარილიან წყალში.ზემოდან მოვასხათ გაზზე გამდნარი კარაქი. არაჟანს შევურიოთ აჯიკა.
მივირთვათ კვარი ცხარე არაჟნის სოუსთან ერთად