თეგებით ძიება

15 ოქტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დეკორაციის, ტაქტიკის შეცვლის სურვილი გაგიჩნდებათ. კარგი დღეა ახალ სამსახურში გადასასვლელად, მკურნალობის კურსის დასაწყებად. ახალ კოლექტივში მოერიდეთ ინტრიგებს.
კურო
მოიმატებს თავდაჯერებულობა. შეიძლება დაუბრუნდეთ ძველ ინტერესებს, მუშაობის ჩვეულ რიტმს. მოერიდეთ ემოციურობას, სასიყვარულო და სექსუალურ ავანტიურას.

ტყუპი
უნდა გააქტიურდეთ საოჯახო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებად. შეყვარებული წყვილები ერთად ცხოვრებას გადაწყვეტენ. მოიმატებს დაძაბული, ჩახლართული სიტუაციები.

კირჩხიბი
საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ, შეიძლება ახალი საქმიანი პარტნიორები გამოგიჩნდეთ. ნდობის გამო ნუ მოაწერთ დოკუმენტებს ხელს. თუ აქამდე არ იცოდით მანქანის მართვა, დროა ჩაეწეროთ კურსებზე.

ლომი
საქმიანი გარიგებების, ფინანსური საკითხები მოგვარებისას იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. მოიმატებს წვრილ-წვრილი ხარჯი. აგრეთვე, ტყუილის, მოტყუების, ქურდობის, მაქინაციების ალბათობა.

ქალწული
ახალი საქმეების დაწყების, ცვლილებების დღეა. მოიმატებს ინიციატივა სიყვარულში, საოჯახო საქმეების მოგვარებისას. იყავით დაკვირვებული, რათა თქვენი გულკეთილობით არავინ ისარგებლოს და არ მოტყუვდეთ. რომანტიკოსი ნუ იქნებით, ყველა ხელშეკრულება ნოტარიულად დაამტკიცეთ.

სასწორი
ახალ საქმიანობას შემოგთავაზებენ, სადაც ხშირად მოგიწევთ მივლინება. მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, მკურნალობის დაწყებას. ზოგიერთს ახალი საქმეების დასაწყებად განმარტოება მოუნდება.

მორიელი
ახალი საქმეების მოსაგვარებად ახალი მეთოდები, ტექნიკა, ადამიანები დაგჭირდებათ. შეიძლება შეიცვალოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ვალდებულებების მიუხედავად პირადი ცხოვრება მხოლოდ სასიამოვნო სიურპრიზებით იქნება აღსავსე.

მშვილდოსანი
დაიცავით ბალანსი: სასიყვარულო გატაცებას, საოჯახო საქმეებსა და კარიერას შორის. მოერიდეთ ნერვიულობს, ფორიაქს. სასურველია, გქონდეთ დამატებითი გეგმა, ან საიდუმლო მრჩეველი. დაკვირვება მართებთ სამედიცინო, სამეცნიერო და მომსახურების სფეროს წარმომადგენლებს.

თხის რქა
მოერიდეთ რისკს და უკვე გამოცდილი გზებით იარეთ. გამოყენებამდე დაკვირვებით დატესტეთ ახალი ინსტრუმენტები, ტექნიკა, წამლები. საეჭვო რომანტიკულ კავშირზე თავიდანვე უარი განაცხადეთ.

მერწყული
მოიმატებს დაბნეულობა და ჩახლართული სიტუაციები. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული და არ გარისკოთ. წარმატების მისაღწევად ნუ დაარღვევთ კანონს. აკონტროლეთ ხარჯი.

თევზები
თქვენ გარდა ვერავინ ვერ გაერკვევა თქვენს სურვილებში. საქმიანი შეხვედრებისას იყავით დაკვირვებული, ეცადეთ, არავინ მოგატყუოთ. გაერკვიეთ ყველა დეტალში, თუ არ გსურთ, გაურკვევლობაში ცხოვრობდეთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა