ნაღების ნაყინი ჟოლოთი
ინგრედიენტები
ნაღები 35 % - 500 მლ
შაქარი - 125 გ
ვანილის ექსტრაქტი - 1,5 ჩ/კ
ჟოლოს ჯემი - 150 გ
ჟოლო - 100 გ
მომზადების წესები
თავდაპირველად მოამზადეთ სიროფი: 125 გ შაქარს დაასხით 125 მლ წყალი, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ, სანამ შაქარი ბოლომდე არ გადნება. შემდეგ გააცივეთ.
ათქვიფეთ ნაღები გასქელებამდე, დაუმატეთ შაქრის სიროფი და ვანილის ექსტრაქტი, თან შეუჩერებლად თქვიფეთ.
გადაიტანეთ მიღებული მასა კონტეინერში და მოათვსეთ საყინულეში 2 საათით.
შემდეგ გამოიღეთ ნაყინი საყინულედან, მოათავსეთ ბლენდერის ჭიქაში და ათქვიფეთ.
გადაიტანეთ ისევ კონტეინერში, დაუმატეთ ჟოლოს ჯემი, ორნავ ამოურიეთ და მოათავსეთ საყინულეში ახლა უკვე 6 საათით.
სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ ცოცხალი ჟოლოთი.
გემრიელად მიირთვით!