ქათმის გუფთა ქოთანში
რჩევა
ქოთანი გაზქურაზე აუცილებლად გამანაწილებლზე დავდგათ რათა არ გასკდეს.
ინგრედიენტები
ქათმის ფარში - 400 გ
მრგვალი ბრინჯი - 1/3 ჭიქა
ხახვი - 7-8 თავი
კამა - 1 კონა
ნიორი - 2 კბილი
ოხრახუში - 1 კონა
სტაფილო 1 ცალი
ტომატპასტა - 2 ს/კ
კარტოფილი - 4-5 ცალი (საშუალო ზომის)
ქამა სოკო, დიდი ზომის - 2-3 ცალი
ზეთი ან ერბო - 2 ს/კ
კვერცხი 1
ძირა - 2 ჩ/კ
შაქარი - 1 ჩ/კ
მანანის ბურღული - 0,5 ჭიქა
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
წვრილად დაჭრილი 5 თავი ხახვი, დაკეპილი ნიორი, კვერცხი, ბრინჯი, 1 ჩ.კ. ძირა, 1 ს.კ.ბურღული, მარილი და პილპილი შევურიოთ ქათმის ფარშს, კარგად მოვზილოთ, სველი ხელებით გავაკეთოთ 10-12 გუფთა და ამოვავლოთ დარჩენილ მანანის ბურღულში.
2-ლიტრიან ქოთანში 2/3-ზე ჩავასხათ წყალი და დავდგათ ასადუღებლად. პარალელურად დარჩენილი 2-3 ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა და მოვშუშოთ, დავუმატოთ ტომატის პასტა, შაქარი, 3-4 ს.კ. წყალი და ჩავუშვათ მდუღარე წყლიან ქოთანში. ჩავუმატოთ 4 ნაწილად გაჭრილი სტაფილო, მსხვილად დაჭრილი სოკო, 10 წუთის შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი. 2-3 წუთის შემდეგ სათითაოდ ჩავუშვათ გუფთები და ვხარშოთ ბრინჯის მომზადებამდე. დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი და ერთი-ორი წუთით წამოვადუღოთ.