ნუთელას კრუასანები
ინგრედიენტები
ფენოვანი ცომი - 1 ც
ნუთელა - 1/2 ჭიქა
გამდნარი კარაქი - 2 ს/კ
შაქარი - გემოვნებით
მომზადების წესები
ცომი გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ სამკუთხედები, ჩავდოთ შიგ 1 ს. ნუთელა, გადავახვიოთ კრუასანივით.
ზემოდან წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ შაქარი. გამზადებული კრუასანები დავაწყოთ საცხობ ფირფიტაზე.
შევდოთ ღუმელში 250 გრადუსზე 10-12 წთ.