ბადრიჯანი არაჟანში – საოცრად გემრიელი!
გსურთ გააოცოთ ოჯახი გემრიელი ვახშმით? მაშინ გაეშურეთ მაღაზიაში ბადრიჯნისა და არაჟნის საყიდლად!
ინგრედიენტები
ბადრიჯანი - 5 ცალი
არაჟანი - 3 ს/კ (შეგიძლიათ მეტიც)
ხახვი - 2 თავი
სოკოს კუბიკი - ან თავად სოკო (ქამა)
სუნელები - გემოვნებით
მარილი და პილპილი
ზეთი - შესაწვავად
კამა - მოსართავად
მომზადების წესი:
ბადრიჯანი გარეცხეთ და დაჭერით კუბიკებად, დაამარილეთ და გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ გაწურეთ და შეწვით ზეთში საშუალო ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი ხახვი და კვლავ გააგრძელეთ შეწვა დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. ხახვი გამჭვირვალე უნდა გახდეს. დაუმატეთ დაჭრილი ქამა სოკო, ან სოკოს კუბიკი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. მოასხით არაჟანი, მოურიეთ და შუშეთ 15 წუთი. მომზადებული ბადრიჯანი მორთეთ კამის ღერებით.