სულგუნით და ტკბილი წიწაკით ფარშირებული სოკო
მომზადების წესები
სოკოებს მოვაცალოთ ფეხები და წვრილად დავჭრათ. ასევე წვრილად დავჭრათ წიწაკა და ხახვი. დაჭრილი ინგრედიენტები ზეთში მოვშუშოთ, დავუმატოთ მარილი, პილპილი, ფქვილი და კარგად ამოვურიოთ. ბოლოს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.
სოკოები ამოვავსოთ მომზადებული გულსართით, ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ვისაც მიკროტალღური ღუმელი აქვს, შეუძლია შედგას 5-7 წუთით. მზა კერძს ზემოდან ახალდაჭრილი კამა მოვაყაროთ.