ყველაზე გემრიელი ნამცხვარი ,,ლუმუმბა"
ინგრედიენტები
ცომი:
კვერცხი - 4 ცალი
შაქარი - 1 ჩ/ჭ
ფქვილი - 1.5 ჩ/ჭ
მაწონი ან არაჟანი - 200 გ
შესქელებული რძე - 1 ჩ/ჭ
კაკაო - 2 ს/კ
ხსნადი ყავა - 1 ს/კ
შესქელებული რძე (მოსახარში) - ნახევარი ქილა
კაკაო - 2 ს/კ
ვანილი - 1 შეკვრა
მომზადების წესები
კვერცხის და შაქრისგან გააკეთეთ გოგლი-მოგლი, შეურიეთ ფქვილი და მიქსერით კარგად გათქვიფეთ. დაუმატეთ შესქელებული რძე,კაკაო,უნალექო ყავა,მაწონი+სოდა/ძმრით, ვანილი და კარგად აურიეთ ხის კოვზით,ერთი მიმართულებით ნელი მოძრაობით. გაყავით ორ ნაწილად ცომი და მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში,შედგით გახურებულ ღუმელში და გამოაცხეთ დაახლოებით 40 წუთით.
კრემის მომზადება: კარგად ათქვეფილ კარაქს შეურიეთ შესქელებული რძე,კაკაო, და ვანილი.კარგად ათქვიფეთ. კრემი შეგრილებულ ცომს გადაუსვით და მოასხით შოკოლადის მინანქარი