გლინტვეინი ვაშლითა და ფორთოხლით
ინგრედიენტები
წითელი მშრალი ღვინო - 750 მლ
დარიჩინის ჩხირი - 2 ცალი
მიხაკი - 3 ცალი
ანისულის ვარსკვლავი - 1 ცალი
ფორთოხალი - 1 ცალი
ვაშლი - 1 ცალი
თაფლი და შაქარი - გემოვნებით
მომზადების წესები
ღვინო ჩავასხათ ქვაბში და წამოვადუღოთ ოთხად გაჭრილ ვაშლსა და შუაზე გაჭრილ ფორთოხალთან ერთად, დავუმატოთ შაქარი და სანელებლები, ავუწიოთ ცეცხლს და მივიყვანოთ მოდუღებამდე (არ უნდა წამოდუღდეს). სასმელი ჩავასხათ ბოკლებში და მივირთვათ ცხლად.