თეგებით ძიება

რას გეტყვით გინეკოლოგი კონსულტაციაზე მისვლის შემთხვევაში? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ხანდახან ქალებს გინეკოლოგთან ვიზიტის ეშინიათ. თვლიან, რომ მტკივნეული პროდეცურები ელით და უსიამოვნო განცდებს თავს არიდებენ, რაც დიდი შეცდომაა, რადგან რაც უფრო დიდხანს დატოვებთ პრობლემას უყურადღებოდ, მით უფრო მწვავე შედეგის წინაშე დადგებით და მეტი ტკივილის ატანა მოგიწევთ, როცა საბოლოოდ სკამზე ფეხებაწეული აღმოჩნდებით.
არსებობს მეორე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ქალები გინეკოლოგიური გამოკვლევებისგან თავს იკავებენ - ეს სირცხვილია. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ ექიმთან გენიტალიების გაშიშვლება სირცხვილად ითვლება, ასევე ქალს უხერხული კითხვებისთვის პასუხების გაცემა უწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში გინეკოლოგს მისი დახმარება ან სრულიად განკურნება არ შეუძლია. დაბოლოს, არსებობენ ქალები, რომლებსაც ფიზიკურად არ სცალიათ ექიმთან წასასვლელად ან ფული არა აქვთ. ასტროლოგები გირჩევენ დროულად ეწვიოთ ექიმს.
თუ თქვენ ვერძი ბრძანდებით, გინეკოლოგი გეტყვით, რომ გენიტალიური ჰერპესი გაქვთ. ჰერპესი თავიდან შეუმჩნევლად მიმდინარეობს, მხოლოდ იმის შემდეგ, რაც გეწყებათ ქავილი, წვა და გიჩნდებათ გამონაყარი, შეიძლება იეჭვოთ, რომ თქვენს ორგანიზმში რაღაც რიგზე ვერ არის.
თუ თქვენ კურო ხართ, შესაძლოა საკვერცხის კისტა გჭირდეთ. ეს დაავადება, ჩვეულებრივ, 30-დან 50 წლამდე ქალებს უვითარდებათ, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც. კისტა შესაძლოა მკურნალობას დაექვემდებაროს და, როგორც ამბობენ, ორგანიზმმა თავად გაიწოვოს, მეორე შემთხვევაში, საჭიროა ოპერაცია.
თუ თქვენ ტყუპი ხართ, აღმოგაჩნდებათ საშოს სოკო. ის თავს იჩენს მხოლოდ მაშინ, როცა იმუნიტეტი დაგიქვეითდებათ ან ანტიბიოტიკების მიღებას დაიწყებთ. სასქესო ორგანოს ქავილი, ტკივილი, წვა, ფერის შეცვლა, შეშუპება და ხაჭოსებრი გამონადენი - სოკოს სიმპტომებია.
თუ თქვენ კირჩხიბი ხართ, დიდი ალბათობით მენსტრუალური დარღვევა გაწუხებთ - ციკლის გადაცდენა, ხანგრძლივი შეჩერება, ჭარბი დოზით ან თვეში რამდენჯერმე (თუნდაც ორჯერ) მოსვლა. ამგვარ პრობლემას, ერთი მხრივ, ჰორმონალური დისბალანსი ან ფოლიკულა იწვევს, მეორე მხრივ, უძილობა, ნერვიულობა, სტრესი და უსექსობა.
თუ თქვენ ლომი ხართ, ექიმთან კონსულტაციაზე შეიტყობთ, რომ ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ და არა გინეკოლოგს, რადგან თქვენი პრობლემები ენდოკრინოლოგიურ სისტემაზეა მიბმული.
თუ თქვენ ქალწული ხართ, შესაძლოა საშვილოსნოს მიომა გჭირდეთ. მას მკვირივი, კვანძოვანი შესახედაობა აქვს და ზოგიერთი ექიმი კეთილთვისებიან სიმსივნედ მიიჩნევს, მაგრამ ნუ შეშინდებით, ის პრეპარატებით მკურნალობასაც კი ექვემდებარება. უკიდურეს შემთხვევაში ამოკვეთენ. საშვილოსნოს მიომას სიმპტომებია: შარდის შეუკავებლობა, მწვავე ტკივილი, ბუასილი, მუცლის ზრდა, მენსტრუაციული ციკლის დარღვევა.
თუ თქვენ სასწორი ხართ, არსებობს საშვილოსნოს ღრუს პოლიპის გაჩენის მაღალი ალბათობა. ექიმები პოლიპის ამოკვეთას გვირჩევენ. მისი გამომწვევი მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ჰორმონალური დისბალანსია. მეორე მიზეზად ანთებას ასახელებენ, რომელიც პაციენტს ყურადღების მიღმა დარჩა. პოლიპის არსებობის პირველი ნიშანი ციკლის არევა ან შეწყვეტაა.
თუ თქვენ მორიელი ხართ, გინეკოლოგი გეტყვით, რომ სასქესო ორგანოს ვირუსი შეგეყარათ, რისი გამომწვევი მიზეზიც თავდაუცველი სექსია. უნდა გაკეთდეს ნაცხის ანალიზი და დაინიშნოს ინდივიდუალური, ორგანიზმს მორგებული მკურნალობა.
თუ თქვენ მშვილდოსანი ხართ, ექიმი გეტყვით, რომ საშვილოსნოს ყელის დაავადება გჭირთ - ეროზია, ლეიკოპლაკია ან კონდილომები - რასაც სქესობრივი ცხოვრების ძალიან ადრე დაწყება, აბორტები, ნაადრევი მშობიარობა, თამბაქოს მოწევა, სქესობრივი პარტნიორების სწრაფი ცვლა და ჩასახვის საწინააღმდეგო აბები იწვევს - თუ გენეტიკურად პრობლემური საშვილოსნოს ყელი არ გაქვთ.
თუ თქვენ თხის რქა ხართ, ენდომეტრიოზი შეიძლება გჭირდეთ, რაც გულისხმობს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მიგრაციას სხვა ორგანოების ზედაპირზე, რისი მიზეზიც ჯერ დაუდგენელია.
თუ თქვენ მერწყული ხართ, შესაძლოა ფალოპის მილის პრობლემა გქონდეთ, რაც უკიდურეს შემთხვევაში უშვილობამდე მიგიყვანთ, ამიტომ ნუ გარისკავთ და ექიმს დროულად მიაკითხეთ!
თუ თევზების ნიშნით ხართ დაბადებული, ექიმი გეტყვით, რომ საკვერცხეების ანთება დაგემართათ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა