თეგებით ძიება

ღვეზელები მოშუშული ფარშის შიგთავსით

ინგრედიენტები
ცომი:
ფქვილი - 600 გ
შაქარი - 1 ჩ/კ
მარილი - 1 ჩ/კ
საფუარი - 2 ჩ/კ
ზეთი - 1 ჩ/კ
წყალი - 300 გ

გულსართი:
ფარში - 500 გ
ხახვი - 2 ცალი
მარილი და პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები
ფქვილს დაამატეთ შაქარი, მარილი, საფუარი, ზეთი , წყალი და კარგად მოზილეთ. დადგით ასაფუებლად.
ხახვი მოშუშეთ, აურიეთ ფარშში ,კარგად მოშუშეთ ხორცი. დაამატეთ მარილი და პილპილი.
გააბრტყელეთ ცომი, ამოჭერით სასურველ ზომაზე (ჭიქით) , გააბრტყლეთ , ჩაუდეთ გულსართი. შეგიძლიათ გაზქურაშიც გამოაცხოთ (გადაუსვით ადღვებილი კვერცხი), შეგიძლიათ ცხიმში შეწვათ.
გემრიელად მიირთვით!
წყარო : ,,შენი რეცეპტი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა