თეგებით ძიება

რა ცხოვრებისეულ გაკვეთილს ისწავლის თქვენგან მეგობარი? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჩვენ, ყველანი ერთმანეთისგან ვსწავლობთ და მაგალითს ვიღებთ გაუცნობიერებლად თუ გამიზნულად. ეს უწყვეტი წრეა - სიკეთე, რომელსაც გვთავაზობენ და უკანვე ვაბრუნებთ, ან სხვას გადავცემთ, იმისთვის, რომ მან კიდევ ერთ ადამიანს უწილადოს. გიფიქრიათ, როგორი მეგობარი ხართ? სწორ რჩევებს იძლევით? სწავლობენ თუ არა რაიმეს თქვენგან ახლობლები? დიახ, ნამდვილად არსებობს ერთი ცხოვრებისეული სიბრძნე, რომელსაც მხოლოდ თქვენგან გასცემთ.


ცხოვრებისეული გაკვეთილი ვერძისგან: იბრძოლე იმისთვის, რისი მოპოვებაც გინდა. ბედი არ დაგასაჩუქრებს მოულოდნელობებით, თუ თავად არ შექმნი სასურველ სიტუაციას. სცადე მაშინაც, როცა კრახი გარანტირებულია, რადგან რეალურად გარანტიები არ არსებობს და მონდომებამ შესაძლოა შედეგი გამოიღოს!



ცხოვრებისეული გაკვეთილი კუროსგან: იმისთვის, რომ ყველა გამოწვევა ღირსეულად მიიღო, მოწინააღმდეგეები დაამარცხო და მიზნებს მიაღწიო, საჭიროა დასვენებასა და რელაქსაციას ყოველდღიურად დაუთმო დრო. შენ ხარ ადამიანი და არა რობოტი, რომელიც გადაიწვება და შეაკეთებენ. აზრი არ აქვს გამოიმუშაო ფული, თუ ის წამლებსა და ექიმებში უნდა დახარჯო.

ცხოვრებისეული გაკვეთილი ტყუპისგან: უნდა დატოვო კომფორტის ზონა, თუ წარმატების მიღწევა გსურს, რადგან სწორედ კომფორტის ზონაში გიქვეითდება სხარტი აზროვნება, იკლებს სასიცოცხლო ენერგია, ეფლობი რუტინაში... ერთფეროვნებაში ჩაივლის მთელი ცხოვრება.



ცხოვრებისეული გაკვეთილი კირჩხიბისგან: მეგობრებს დაკარგავ, სამსახურს შეიცვლი, საცხოვრებლად სხვა ადგილას გადახვალ, მაგრამ ოჯახი უცვლელი რჩება. ეს არის შენი ღირსება, სიმყარე, მიზეზი, რის გამოც ცხოვრება ღირს. კიდევ ერთი, არავის უყვარხარ ისე, როგორც ოჯახის წევრს. სწორედ ის დაგიდგება მხარში მაშინ, როცა მთელი სამყარო გაქცევს ზურგს.

ცხოვრებისეული გაკვეთილი ლომისგან: გააგებინე სამყაროს, რომ არსებობთ! იმისთვის, რომ წარმატებული იყოთ, აუცილებელი არ არის მაინცდამაინც მილიონები იშოვოთ. მეტიც, წარმატება თანხით სულაც არ განისაზღვრება. თუ თქვენ ემსახურებით საყვარელ საქმეს და ამიტომ ადამიანები გისმენენ, გიყურებენ, თვლიან, რომ მისაბაძი ხართ - უკვე გაიმარჯვეთ!

ცხოვრებისეული გაკვეთილი ქალწულისგან: არაფერია დასაზრახი იმაში, რომ ჯერ საკუთარ თავს აყენებთ და შემდეგ ყველა სხვა დანარჩენს. ზოგჯერ ეგოიზმის მოზომილი დოზა სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გეხმარებათ. დილემის წინაშე მდგარი ვერ მოახერხებთ გააკეთოთ არჩევანი, რომელიც ყველას ახეირებს.

ცხოვრებისეული გაკვეთილი სასწორისგან: შენ შენებურად ლამაზი ხარ და სულაც არ არის საჭირო სტანდარტებს მოერგო, პლასტიკური ოპერაციები იკეთო! ნამდვილი მშვენიერება ინდივიდუალიზმშია - როცა არავის ჰგავხარ!



ცხოვრებისეული გაკვეთილი მორიელისგან: მაშინ როცა გგონია, რომ მეტის ატანა აღარ შეგიძლია, "მეორე სუნთქვა“ გეხსნება, როგორც სპორტსმენს სირბილისას, რაც იმას ნიშნავს, რომ აწი ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება!



ცხოვრებისეული გაკვეთილი მშვილდოსნისგან: ნუ გაატარებ მთელ ცხოვრებას ოთხ კედელში, სამყარო ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსეა, ის გელოდება!



ცხოვრებისეული გაკვეთილი თხის რქისგან: შრომა ყოველთვის ფასდება - მაშინაც, როცა თავიდან გგონია, რომ ძალიან არ გიმართლებს. ყველაფერი, რაც შენს თავს ხდება, საბოლოოდ ბედნიერებამდე მიგიყვანს.



ცხოვრებისეული გაკვეთილი მერწყულისგან: სანამ საკუთარ თავს შეისწავლი, განვითარებას არ წყვეტ, როგორც კი ჩათვლი, რომ შინაგანი სამყარო ამოწურე, გაიყინები.

ცხოვრებისეული გაკვეთილი თევზებისგან: შენ ხარ ადამიანი, რაც ნიშნავს იმას, რომ თანაგრძნობა გმართებს ყველა არსების მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში შენ ემსგავსები ცხოველს, ან საერთოდ კარგავ სულიერებას.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა