თეგებით ძიება

რომელმა ნიშნის ქალმა შეიძლება სთხოვოს კაცს ხელი, თუ ის დაოჯახებას არ ჩქარობს?

ურთიერთობა ვითარდება, დრო გადის, ზოგიერთი მამაკაცი კი პასუხისმგებლობის აღებას ერიდება, ამიტომ ხელის თხოვნის პროცესს წელავს. ამ დროს ქალს უწევს გააქტიურება და პირველი ნაბიჯის გადადგმა:



ვერძი

ვერძს ოჯახის შექმნა იმდენად არ უნდა, რამდენადაც საყვარელი ადამიანის დასაკუთრება. თუ კაცი მიზანში ამოიღო, არ აინტერესებს საზოგადოებრივი აზრი იმის შესახებ, რომ ხელის თხოვნა კაცის მოვალეობაა, და არა ქალის. საერთოდაც, ვერძი გენდერულ თანასწორობას ემხრობა და არ მიაჩნია, რომ რომელიმე სქესი რიგ საკითხებში დაწინაურებულია ან ჩამორჩება.



კირჩხიბი

კირჩხიბი თვლის, რომ დაოჯახება ნამდვილი სიყვარულის დაგვირგვინებაა. მას ძალიან უნდა ცოლისა და დედის როლის მორგება, რადგან ბუნებით ოჯახის ბურჯია. ბავშვობიდანვე ოცნებობს თავისი ბუდის მოწყობაზე და ლოდინი აღარ შეუძლია, ამიტომ პარტნიორს ხელს სთხოვს, თუმცა, თუ უარს მიიღებს, შეურაცხყოფად მიიღებს და დაშორდება საყვარელ ადამიანს.

ქალწული

ქალწულისთვის ხშირად ქორწინება გარიგებაა, ამიტომ თუ საჭიროება მოითხოვს, არ მოერიდება კაცთან შეუღლებაზე საუბრის დაწყებას. თუ მისი პარტნიორი უზომოდ რომანტიკულია და იცის, რომ ცალ მუხლზე დაშვებით გააბედნიერებს, არც მაგას ითაკილებს.



სასწორი

სასწორი საგულდაგულოდ აარჩევს ნიშნობის ბეჭედს საყვარელი კაცისთვის, ეს მისთვის სააინტერესო თამაში იქნება, რომანტიკული მოვლენა, რომელსაც სიცილ-კისკისით გაიხსენებს მთელი ცხოვრება. შესაძლოა "ორომტრიალში“ საერთო სამეგობრო წრეც ჩართოს.

თხის რქა

თხის რქას არ მოსწონს, როცა შეყვარებულის სტატუსში იჭედება. ფიქრობს, რომ საზოგადოება არასერიოზულად აღიქვამს, სანამ ცოლის სტატუსს არ მოიპოვებს. ვინაიდან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის აზრიცა და სტატუსიც, ჩუმად თავად სთხოვს პარტნიორს ქორწინებას.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა