თეგებით ძიება

27 ოქტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დღესასწაულის, შოუს მოწყობის დღეა. მეტად გამოავლინეთ თქვენი სიყვარული. გამოგიჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც თქვენი წარმატების შურთ.
კურო
ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. თუ ჰარმონია გსურთ ურთიერთობებში, მშვიდი დიალოგი წარმართეთ.

ტყუპი
თუ აუცილებელი არაა, გადადეთ მგზავრობა და შეხვედრები. იყავით დაკვირვებული. მეტი ზრუნვა და კონტროლი გმართებთ შვილების მიმართ.

კირჩხიბი
მაღაზიაში წასვლამდე ჩამოწერეთ საყიდლების სია. დაკვირვება გამრთებთ საბავშვო ნივთების, სამკაულების ყიდვისას.

ლომი
ყველაზე მძიმე საყვარელი ადამიანებისგან მოსასმენილი კრიტიკა და საყვედურია. ეცადეთ, გამოასწოროთ სიტუაცია. საყვარელი ადამიანი თქვენი მთავარი საყრდენია.

ქალწული
მოერიდეთ დაპირისპირებას ნათესავებთან, გარშემო მყოფებთან. ზოგიერთი ძალით ეცდება თქვენს გამოწვევას. შეიძლება რეალურ ურთიერთობას ვირტუალურ არჩიოთ.

სასწორი
შეიძლება გადაიდოს დღეს დაგეგმილი საქმეები. შემოქმედებითი და მატერიალური კრიზისი იგრძნოთ. მეტად დაისვენეთ მშვიდ გარემოში.

მორიელი
ნუ ენდობით რეკლამას, ახალგაცნობილებს. წარსულზე ფიქრმა შეიძლება დეპრესიამდე მიგიყვანოთ. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას შვილებთან. იყავით მეტად პოზიტიური.

მშვილდოსანი
თუ თავად გულახდილი ხართ, გარშემო მყოფებისგანაც იგივე მოითხოვეთ. მეტი დრო დაუთმეთ პრობლემების მოგვარებას. კორექტივები შეიტანეთ გეგმაში. რთული არაა, ფარული მტრის გამოაშკარავება.

თხის რქა
მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები. მათ შორის ძველ მეგობრებთანაც. მოერიდეთ ცხოვრებაზე დაბოღმილ დამიანებთან ურთიერთობას. გადახედეთ ძველ იდეებს, შეიძლება ზოგიერთი მათგანის განხორციელება მოგინდეთ.

მერწყული
ნუ დაგეგმავთ წვეულებებს, ხმაურიან შეხვედრებს. ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უმტკივნეულოდ მოაგვაროთ. მოიმატებს გაუგებრობა გარშემო მყოფებში.

თევზები
ნუ ეცდებით პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავებას. დაიხმარეთ გარშემო მყოფები, შვილებიც. იყავით მეტად პოზიტიური, ხშირად გაიღიმეთ და იხუმრეთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა