ნამცხვარი ,,მაზურკა" ოჯახური ჩაის სმისთვის!
ინგრედიენტები
კვერცხი - 3 ცალი
შაქარი - 1 ჩ/ჭ
ქიშმიში - 1 ჩ/ჭ
ფქვილი - 1 ჩ/ჭ
ნიგოზი - 1 ჩ/ჭ
სოდა - მწიკვი
მომზადების წესები
სამი კვერხის გული და ცილა გავთქვიფოთ 1 ჩაის ჭიქა შაქართან, გათეთრდებამდე. შემდეგ დავუმატოთ 1 ჩაის ჭიქა კარგად გარეცხილი და გამშრალებული ქიშმიში, 1 ჭიქა მსხვილად დაჭრილი ნიგოზი, 1 ჭიქა ფქვილი, დანის პირი საჭმელი სოდა. ავურიოთ, დავასხათ ერბოწასმულ ტაფაზე ან ალუმინის დაბალ ქვაბში და 20 წუთით შევდგათ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!