თეგებით ძიება

TOP 3 ნიშანი, რომელიც სამსახურში რომანს აბამს, მიუხედავად იმისა დაოჯახებულია თუ არა

ადამიანები ერიდებიან ხოლმე სამსახურებრივი რომანების წამოწყებას, კოლეგების საყვარელ საჭორაო თემად რომ არ იქცნენ. არავის უნდა ვიტრინაში გამოდებულ, განსასჯელ ექსპონატს დაემსგავსოს. მიუხედავად ამისა, არსებობს ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელიც ამ სახიფათო თამაშში ერთვება და ყოველდღიურად ბეწვის ხიდზე გადის:



ქალწული
თუ ქალწული სამსახურში შენიშნავს მასავით მშრომელ, საქმეზე ორიენტირებულ, პასუხისმგებლობით სავსე და ჭკვიან ადამიანს, აუცილებლად მოუნდება კოლეგასთან რომანის დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის საზოგადოებრივ აზრს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ შემთხვევაში, შეუძლია უკუაგდოს ჩარჩოები. ქალწულის კავშირი გამორჩეულ კოლეგასთან მუშაობის პროცესს გაამარტივებს და სასიამოვნოს გახდის. ამ ნიშნით დაბადებულს ჰაერივით სჭირდება ადამიანი, რომელიც გაუგებს და ინტელექტუალურ დიალოგში აჰყვება. ვინაიდან ის დიდ დროს უთმობს სამსახურს, შესაძლოა სექსუალური კავშირის დამყარებისთვის ოფისს მიღმა ენერგია აღარც ეყოს, ამიტომ კომპანიაშივე მოითავებს საქმეს.
თუ ქალწული დაოჯახებულია, მხოლოდ ფლირტს დასჯერდება, რადგან მიაჩნია, რომ მას ღალატი არ ეკადრება. ზედმეტად წესიერია იმისთვის, რომ პარტნიორი სხვაში გაცვალოს.



მშვილდოსანი
ამ ნიშნით დაბადებულს სამსახურში სასიარულოდ მოტივაცია სჭირდება. ფლირტი, სასიამოვნო შესახედაობის თანამშრომლების თვალიერება და საყვარელთან შეხვედრა არაჩვეულებრივი მოტივია, ეთანხმებით? რა თქმა უნდა, მშვილდოსანი ამ ურთიერთობას სერიოზულად არ აღიქვამს, უბრალოდ ეგზოტიკურად ეჩვენება თავიდან. ამ ნიშნით დაბადებული მალევე იცვლის ხოლმე პარტნიორებს. სწორედ მასზეა ნათქვამი "ოფისში ყველა მოკლე კაბას დასდევსო" ან "ოფისში კაცი არ დაუტოვებია, რომ არ შეებაო."
თუ მშვილდოსანი დაოჯახებულია, რა თქმა უნდა, მეუღლეს არ მიატოვებს გართობის გამო. როგორც კი საფრთხეს იგრძნობს საყვარლისგან, დიპლომატიურად დაუსვამს წერტილს ამ კავშირს - ისე, რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური.



თხის რქა
ამ ნიშნით დაბადებული ძალიან დიდ დროს ატარებს სამსახურში, მთელი მისი ყურადღება და ენერგია მიმართულია საქმისკენ, სამუშაოსა და კარიერული წინსვლისკენ. თუ თხის რქას საკუთარი კომპანია აქვს, მით უმეტეს, დღესა და ღამეს გაასწორებს წარმატების მისაღწევად და დოვლათის დასაგროვებლად. ამ ნიშანს სიახლოვის განცდა უჩნდება ადამიანის მიმართ, რომელთან ერთადაც დიდ დროს ატარებს. წარმოიდგინეთ, კოლეგასთან ერთად სადილობთ, მუდმივად ესაუბრებით, ერთად მიდიხართ საქმიან შეხვედრებზე, ეპატიჟებით პარტნიორებს ვახშამზე, ერთ სივრცეში ხვდებით კორპორაციულ საღამოებზე, მივლინებაშიც კი შესაძლოა ერთად გაფრენა მოგიწიოთ. როცა ადამიანი თხის რქის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება, ალღობს მის გულში არსებულ ყინულს.
თუ თხის რქა დაქორწინებულია, არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებს ოჯახს, მაგრამ კოლეგასთან ფარულ რომანზეც ვერ იტყვის უარს, რადგან ჩათვლის, რომ ამდენი შრომის შემდეგ, ეს ურთიერთობა დამსახურებული საჩუქარია.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა