თეგებით ძიება

რატომ თვრებიან ზოდიაქოს ნიშნები?

ზოდიაქოს ნიშნები სხვადასხვა მოტივითა და მიზნით თვრებიან - ზოგიერთს რეალობის დავიწყება უნდა, ზოგს პირიქით, ემოციებისგან განთავისუფლება და ტირილი, სანამ სხვები განტვირთვას და დროის ტარებას ცდილობენ.

ვერძები განტვირთვისთვის თვრებიან. დამღლელი სამუშაო კვირის ბოლოს სჭირდებათ რაღაც ისეთი, რაც თავს განსხვავებულად აგრძნობინებთ და მხრებიდან მძიმე ტვირთს ჩამოხსნის. ისინი ყველაზე ხშირად თეთრ ღვინოს ან ლუდს ეტანებიდან.


კურო სვამს, რადგან ბევრ კერძს ალკოჰოლი უხდება. ვერ ვიტყვით, ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი რომელი სასმელისკენაა მიდრეკილი, რადგან მისი არჩევანი ყოველთვის საჭმელზეა დამოკიდებული. თუმცა, თუ კურო სმას დაიწყებს, შეყოლა იცის და შეიძლება ძალიან დათვრეს.


ტყუპი თვრებიან, რადგან ცხოვრება ასე უფრო სახალისოა! ამ ნიშნით ხომ თავგადასავლების მოყვარული ადამიანები იბადებიან?! როგორ გგონიათ, მთვრალი მეტ ხათაბალაში გაეხვევა თუ ფხიზელი? მერე დაჯდება და მეგობრებს მოუყვება: "გუშინ ისე დავთვერი..."


კირჩხიბი თვრება, რადგან სევდა-ნაღველის გაქარვება უნდა, მაგრამ ნაცვლად გამხიარულებისა, კიდევ უფრო უფუჭდება განწყობა, უღრმავდება ფილოსოფიურ საკითხებს, ახსენდება წარსული და ხშირად ტირის კიდეც.


ლომი თვრება, რადგან სასმელი საყვარელ ადამიანებთან აახლოებს და ყურადღების ცენტრში აქცევს. ყოველ ჯერზე, როცა სადღეგრძელოს სათქმელად წამოდგება, ადამიანები მზად არიან მოუსმინონ, დაეთანხმონ და ტაშიც დაუკრან მის სიტყვებს.


ქალწული თვრება, რადგან ღლის გარშემო მყოფთა უგუნურება, უპასუხისმგებლობა, განვითარების დაბალი დონე, უმიზნობა. სურს, რომ გაექცეს სამყაროს, რომელიც ვერ აფასებს მის დისციპლინირებულობასა და დეტალებზე ორიენტირებულობას.


სასწორი თვრება, რადგან სხვებიც თვრებიან. ის "სოციალური პეპელაა", რომელიც სულაც არ აპირებს ერთადერთი ადამიანი იყოს სამეგობროში, რომელიც ფხიზელი დარჩება. თუ სხვები არყის ან ვისკის სმაში გადაათენებენ, ის კამპანიის გულად დარჩება და ითამადებს კიდეც.


მორიელი თვრება იმიტომ, რომ ძალიან მარტოსული ან დაბოღმილია. შესაძლოა მას შურისძიების წყურვილი კლავდეს, მაგრამ ხელ-ფეხშეკრული იყოს და თავისი უმოქმედობა უბიძგებდეს სასმელისკენ.


მშვილდოსანი ლოთობისკენაა მიდრეკილი, ის ყოველდღეს ალკოჰოლის ბოთლთან ერთად ასრულებს და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ამ ნიშნით დაბადებულის აზრით, უნდა აკეთო ის, რაც გსიამოვნებს და შედეგებზე არ იფიქრო.


თხის რქა თვრება იმიტომ, რომ მასსა და სამყაროს შორის არსებული სქელი კედელი ჩამოანგრიოს და როგორმე სულთან ახლოს მიუშვას საყვარელი ადამიანები.


მერწყული თვრება იმიტომ, რომ ალკოჰოლის გავლენის ქვეშ უფრო კრეატიულად აზროვნებს და თავში ნაირნაირი იდეა მოსდის.


თევზი თვრება იმიტომ, რომ დეპრესიისგან დაიძვრინოს თავი, მაგრამ ხშირად უკუშედეგს იღებს.
წყარო: astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა