თეგებით ძიება

მარტივი და გემრიელი ქათმის წვნიანი

ინგრედიენტები
სასურველი მწვანილი
მარილი და პილპილი
ხახვი - 1 თავი
კარტოფილი - 3 ცალი
სტაფილო - 2 ცალი
ქათმის ნაჭრები
წყალი - 2.5 ლ
ვერმიშელი - 50 გ

მომზადების წესები
წვნიანის მოსამზადებლად დაგვჭირდება ქათმის ის ნაწილები, რომელიც სხვა კერძებში არ გამოდგება: ხერხემალი, კისერი, ფრთები. ერთი ქათმის მონარჩენი ნაწილები კარგად გავრეცხოთ, ზედმეტი არასასურველი ცხიმი მოვაშოროთ, დავასხათ ცივი წყალი და შემოვდგათ ცეცხლზე. წამოღებული ქაფი მოვხადოთ, ჩავამატოთ დაფნის ფოთოლი და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე მინიმუმ 1-1.5 საათი. შემდეგ ბულიონი გავწუროთ და დავაბრუნოთ ცეცლზე.

წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო მოვშუშოთ, ჩავამატოთ მდუღარე ბულიონს დაჭრილ კარტოფილთან ერთად. ვხარშოთ 10 წუთი, შემდეგ ჩავამატოთ ვერმიშელი. მოვურიოთ და კიდევ გავაგრძელოთ ხარშვა, სანამ ვერმიშელი და კარტოფილი არ მომზადდება. დავამატოთ სუპს მარილი და პილპილი, დავამატოთ სასურველი მწვანილიც.
წვნიანი მზადაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა