თეგებით ძიება

მან ქათმის ფილე ცომში გაახვია და შეწვა, შედეგად უგემრიელესი ქათმის როლები მიიღო

ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 700 გ
კომბოსტო - 300 გ
სტაფილო - 1 ცალი
კვერცხი - 5 ცალი
კვერცხის ცილა - 1 ცალი
კვერცხის გული - 1 ცალი
სოიოს სოუსი - 0,5 ჭიქა
ნიორი - 2 კბილი
ფქვილი - 0,5 ჭიქა
მარილი - 0,5 ჩ/კ
წყალი - 0,5 ჭიქა
ზეთი - 100 მლ
მწვანე ხახვი - გემოვნებით
ჯანჯაფილი - 2 ჩ/კ

მომზადების წესი:
მოხარშული ქათმის ფილე დაჭერით პაარა კუბიკებად, კომბოსტო – წმინდად. სტაფილო გახეხეთ, ნიორი დაჭყლიტეთ. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში აურიეთ და დაუმატეთ 1 კვერცხი და 2 ჩ/კ სოიოს სოუსი. მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.
დარჩენილი კვერცხი და ერთი კვერცხის გულს მოაყარეთ მარილი და დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. ჩაასხით წყალი და მოზილეთ ცომი. გააკეთეთ გუნდა, გაახვიეთ ჩაის ტილოში და გააჩერეთ 15-20 წუთი.
შემდეგ გააბრტყელეთ ცომი თხლად, დაჭერით 15X15-ზე სმ-ის კვადრატებად.
თითოეული კვადრატის მესამედ ნაწილზე მოათავსეთ ქათმის ფილეს გულსართი და დაახვიეთ როლად. კიდეები დააფიქსირეთ კვერცხის ცილით.
გაახურეთ ღრმა ტაფა, დაასხით ზეთი და შეწვით როლები ყველა მხრიდან, სანამ არ დაიბრაწება: დაახლოებით 5-10 წუთი.
გახეხეთ ჯანჯაფილის ფესვი წვრილ სახეხზე, დაუმატეთ სოიოს სოუსი. აქვე ჩაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და მოათავსეთ სასოუსეში.
თუ აღმოსავლური სოუსების მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კეტჩუპით ან აჯიკით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა