ნამცხვარი «სიყვარული» (გემრიელი და ძალიან მსუბუქი, ცხიმის გარეშე)
ინგრედიენტები:
კურაგა – 200 გრ.
ქიშმიში – 100 გრ.
ნიგოზი – 0, 5 ჭიქა
ლიმონი (ცედრა) – 1 ცალი
შაქარი – 1 ჭიქა
კვერცხი – 4 ცალი
ქოქოსის ფანტელები – 2 ს. კ.
ვანილინი – 1 შეკვრა
სოდა – 0, 5 ჩ.კ.
ძმარი – 1 ს. კ.
ფქვილი – 1 ჭიქა
შოკოლადის მინანქარი – ნებისმიერი
მომზადება:
1. კურაგა და ქიშმიში მოათავსეთ თასში > დაასხით მდუღარე წყალი > 15 წუთის შემდეგ გაწურეთ და ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ > კურაგა გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში.
2. დაჭერით ნიგოზი (ძალიან წვრილად არა).
3. სახეხზე გახეხეთ ლიმონის ცედრა.
4. ათქვიფეთ თასში შაქარი და კვერცხი > დაუმატეთ: კურაგა, ქიშმიში, ნიგოზი, ქოქოსის ფანტელები, ცედრა და ვანილინი.
5. გახსენით სოდა ძმარში და ჩაასხით მასაში > დაამატეთ ახლად გაცრილი ფქვილი > მოზილეთ ცომი.
6. თუნუქის ფირფიტას წაუსვით ცხიმი და მოაფიფქეთ ფქვილი.
7. მოათავსეთ მასზე ცომი > გააბრტყელეთ 1 სმ. სისქეზე.
8. შედგით გამოსაცხობად, 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
9. ღუმლიდან გამოღების შემდეგ, ცოტა რომ შეგრილდება, დაჭერით გულის ფორმის ნამცხვრის საჭრელით > მორჩენილი ნაწილები დაფხვენით.
10. მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი > წაუსვით გულებს ზემოდან და გვერდებზე > გვერდებზე მოაყარეთ ნამცხვრის ნაფხვენი > სუფრაზე მიტანამდე, შედგით მაცივარში.