ხბოს ცხარე ჩაშუშული
ინგრედიენტები
ხბოს ხორცი - 300 გ
პომიდორი - 2 ცალი
ხახვი - 1 დიდი თავი
სტაფილო 1 ცალი
ნიორი - 2 კბილი
დაფნის ფოთოლი - 1 ცალი
მწარე წიწაკა - 1 ცალი
მწვანილი ( ქინძი, ოხრახუში, რეჰანი)
ძირა
ხმელი ქონდარი
ზეთი
მარილი
მომზადების წესები
მომზადება
ხორცი დავჭრათ პატარა ზომის ნაჭრებად და ცხელ ზეთდასხმულ ქვაბში შევწვათ, დავაყაროთ დაჭრილი ხახვი, წიწაკა და სტაფილო. ყველაფერი კარგად დავბრაწოთ და დავასხათ ბლენდერში ათქვეფილი პამიდორი. ჩავდოთ დაფნის ფოთოლი. თუ საკმარისი წვენი არ ექნება, შეგვიძლია გადადუღებული წყალი დავუმატოთ და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ხორცი ბოლომდე მომზადდება. ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილები, სუნელები და მარილი გემოვნებით.