ყველის სუპი გუფთებით
ინგრედიენტები
საქონლის ფარში - 400-500 გ
კვერცხი - 1
ხახვი - 1 თავი
კარტოფილი - 4-5 ცალი
სტაფილო - 1 ცალი
მდნარი ყველი - 300 გ
წყალი - 2.5 ლ
სასურველი მწვანილი
დაფნის ფოთოლი
მომზადების წესები
ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ზეთში.
ფარშს დაამატეთ მარილი, პილპილი, კვერცხი და მოშუშული ხახვის ნახევარი. კარგად აურიეთ და გააკეთეთ პატარა გუფთები.
სტაფილო გახეხეთ და მოშუშეთ ქვაბში, ცოტა ზეთში. დაამატეთ ხახვი, დაასხით წყალი და წამოადუღეთ. მდუღარეში ჩაყარეთ გუფთები, გათლილი, დაჭრილი კარტოფილი, დაფნა და მოხარშეთ.
კარტოფილი რომ დარბილდება, სუპს დავამატოთ ყველი და კარგად გავხსნათ. ვხარშოთ კიდევ სამი წუთი, შევაგემოთ მარილით, პილპილით და დავამატოთ მწვანილი.
გემრიელი სუპი მზადაა.