ნამდვილი ნეტარება: ჰავაიური ფუნთუშა საკუთარი ხელით!
ინგრედიენტები
ფქვილი - 6 ჭიქა + 1/2 ჭიქა
კვერცხი - 3 ცალი
ანანასის წვენი - 2 ჭიქა
შაქარი - 3/4 ჭიქა
ვანილის შაქარი - 1 ჩ/კ
საფუარი - 8 გ
გამდნარი კარაქი - 1/2 ჭიქა (8 ს/კ)
მომზადების წესები
მომზადება:
პატარა ჯამში ათქვიფეთ 3 კვერცხი, დაუმატეთ 2 ჭიქა ანანასის წვენი (ოთახის ტემპერატურის), შაქარი, ვანილის შაქარი და გამდნარი კარაქი.
დიდ ჯამში ჩაყარეთ 3 ჭიქა ფქვილი. დაუმატეთ კვერცხის მასა და საფუარი და კარგად აურიეთ.
შემდეგ დაუმატეთ კიდევ 3 ჭიქა ფქვილი და ხელით მოზილეთ ცომი! თუ ცომი ხელებზე გეკვრით, დაუმატეთ კიდევ ცოტაოდენი ფქვილი.
გადააფარეთ ჯამს ჩაის ტილო და მოათავსეთ თბილ ადგილას 1 საათით.
შემდეგ გადმოიღეთ ცომი ჯამიდან და დაუმატეთ კიდევ ½ ჭიქა ფქვილი.
მიეცით ცომს რულონის ან ბატონის ფორმა, მოათავსეთ კარაქწასმულ ფორმაში. კვლავ გადააფარეთ ჩაის ტილო და ისევ გააჩერეთ თბილ ადგილას ერთი საათით, ან სანამ ცომი ორჯერ არ მოიმატებს მოცულობაში.
აცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი.
გამომცხვარ, ცხელ ფუნთუშას წაუსვით გამდნარი კარაქი.
მიირთვით თბილი.