თეგებით ძიება

ქათმის ღვეზელი კარტოფილითა და სულგუნით

ინგრედიენტები
მზა ფენოვანი ცომი - 350 გ
ქათმის ფილე - 500 გ
კარტოფილი - მოხარშული, 2 ცალი მოზრდილი
ხახვი - 2 დიდი თავი
ტკბილი წიწაკა - 1 ცალი
გახეხილი სულგუნი - 1 ჭიქა
არაჟანი - 0,5 ჭიქა
კვერცხი - 4 ცალი
მარილი და პილპილი
ზეთი

მომზადების წესები
მომზადება
ქათმის ხორცი წვრილად დავჭრათ და დაჭრილ ხახვთან ერთად ზეთში მოვშუშოთ, დავაყაროთ მარილი და პილპილი. კარტოფილი რგოლებად დავჭრათ, ტკბილი წიწაკა – ღერებად. ცომი გავაბრტყელოთ და 20-23 სმ დიამეტრის მაღალ ფორმაში ჩავაფინოთ ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. არაჟანი, კვერცხი, მარილი და ყველი კარგად ავურიოთ.
ფორმაში მოვათავსოთ შეგრილებული ქათმის ხორცი, შემდეგ კარტოფილი და წიწაკა და ზემოდან ყველისა და არაჟნის სოუსი მოვასხათ. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ შეიბრაწება.

ჟურნალი "გემრიელი" (ოქტომბრის ნომერი)


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა