თეგებით ძიება

ყველის კანაპე "საახალწლო სანთელი"

ნაძვის ხე მორთულია, გირლანდები ბრწყინავს. კიდევ რით უნდა დავამშვენოთ საახალწლო საღამო? რით და, მოვამზადოთ ლამაზი და გემრიელი კერძი.
ინგრედიენტები
კრემ-ყველი ან მდნარი ყველი - 200 გ
ნიგოზი - 10 ლებანი
ზეთისხილი, უკურკო - 8 ცალი
მწვანე ხახვი - 1 კონა
ნიორი - 2 კბილი
კიტრი - 1 ცალი
ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
არაჟანი - 10 ს/კ
ყვითელი ბულგარული წიწაკა - მოსართავად
ბაგეტი პური - რამდენიმე ნაჭერი

მომზადების წესი:
დაჭერით პატარა ნაჭრებად პური და გახუხეთ ტოსტერში ან შეწვით ზეითუნის ზეთში ტაფაზე.
ბულგარული წიწაკა და კიტრი დაჭერით პატარა კუბიკებად, მწვანე ხახვის ფოჩი დაჭერით წვრილად.
ნიგვზის ლებნები დაჭერით დანით, ასევე დაჭერით ზეთისხილიც და შეურიეთ ნაღების ყველი. ოდნავ დაამარილეთ.
წაუსვით ყველის მასა გახუხული პურის პატარა ნაჭრებს ისე, რომ მისცეთ სანთლის ფორმა.
პურის ნარჩენები, ნიორი და ნიგოზი დააბლენდერეთ, "სანთლები" ამოავლეთ არაჟანში და მოაყარეთ დაბლენდერებული პურის, ნივრისა და ნიგვზის მასა.
ყველის კანაპე-სანთლები "აანთეთ" ყვითელი ბულგარული წიწაკის პატარა ნაჭრებით. სანთლის ჩამონაღვენთი კი არაჟნით გააკეთეთ.
სუფრასთან მიტანამდე კანაპეები ცოტა ხნით მაცივარში შედგით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა