ნამცხვარი ,,ფრანცუჟანკა" - ასეთი გემრიელი არაფერი გაგისინჯავთ!
ინგრედიენტები
ბისკვიტი:
კვერცხი - 8 ცალი
შაქრის ფხვნილი - 2 ჩ/ჭ
შაქრის პუდრა - 1 ჩ/ჭ
ფქვილი - 1 ჩ/ჭ
კარაქი - 300 გ
კაკაო - 50 გ
რძე - 1/2 ჩ/ჭ
მომზადების წესები
რვა კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრებამდე. თანდათან დავუმატოთ 2ჩ.ჭ შაქრის ფხვნილი და კვლავ ვთქვიფოთ. შემდეგ სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხის გულები, 1ჩ.ჭ ფქვილი. ყალიბში ჩავაფინოთ პერგამნეტის ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ცოტა წმინდად დაფქული ორცხობილა, ჩავასხათ ბისკვიტის ცომი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად ( 350 C - 40 წუთი ). როცა გამოცხვება,ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ, წავუსვათ შოკოლადის კრემი.,დავაფაროთ მეორე ნახევარი,ზემოდან წავუსვათ კრემი და მოვრთო. გვერდებზეც წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი.
კრემი:
300 გრ კარაქი ავზილოთ,გავთქვიფოთ გათეთრებამდე და ცოტ-ცოტა შევათქვიფოთ რძისა და კაკაოს ფხვნილის ნარევი. ვთქვიფოთ კარგად, სანამ არ მივიღებთ ჰაეროვან მასას.