თეგებით ძიება

უნიკალური კრემი ტორტებისთვის!

ინგრედიენტები
შაქარი - 200 გ
წყალი - 100 მლ
კვერცხის ცილა - 4 ცალი

მომზადების წესები
შაქარს დაასხით წყალი და დადგით საშუალო ცეცხლზე. მოხარშეთ 30 წუთის განმავლობაში, სანამ სიროფს არ მიიღებთ.
სიროფი მზად არის თუ არა გავიგებთ შემდეგნაირად: რამდენიმე წვეთი ჩაასხით ცივ წყალში, თუ ბურთის ფორმა მიიღო, მზად არის.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა მკვრივი მასის მიღებამდე
წვრილი ნაკადით ჩაუშვით ათქვეფილ ცილაში ცხელი (არა მდუღარე) სიროფი, თან თქვიფეთ შეუჩერებლად 10 წუთი.
კრემი მზად არის! მორთეთ სასურველი ტორტი ან ნამცხვარი...

გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა