დელიკატესი, რომელიც პირში დნება - მარილწყალში გამოყვანილი სალა!
მოამზადეთ სალა ცხელ მარილწყალში და 3 დღეში ისიამოვნეთ უგემრიელესი დელიკატესით. დაუმატეთ ცოტაოდენი საყვარელი სანელებლები, რათა სალა უფრო არომატული და გემრიელი გამოვიდეს.
ინგრედიენტები
ახალი სალა - 500 გ
წყალი - 1,5 ლ
მარილი - 200 გ
დაფნის ფოთოლი - 3 ცალი
შავი პილპილის მარცვლები - 13 ცალი
ნიორი - 3 კბილი
დაფქული წითელი წიწაკა - 5 გ
მომზადების წესები
ქვაბში ჩაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი მარცვლები და დაფნის ფოთლები. ადუღეთ 3 წუთის განმავლობაში.
მოათავსეთ სალა დიდ ჯამში ან ქვაბში, დაასხით ცხელი მარილწყალი, დააფარრეთ თეში და რაიმე სიმძიმე (წყლით სავსე ბოთლი ან ქილა).
მარილსყალმა უნდა დაფაროს სალა.
გააჩერეთ სალა მარილწყალში 3 დღე ოთახის ტემპერატურაზე.
3 დღეში ამოიღეთ მარილწყლიდან და წაუსვით დაჭყლეტილი ნიორი.
გემრიელად მიირთვით!